RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიციის პარანოია

24.03.2010  |  09:42

5641.jpegქართველი პოლიტიკოსები უნიკალური ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი, მათ ერთამნეთის ყველა სასიკვდილო ცოდვაში დადანაშაულება შეუძლიათ. კომპრომატებისა და ურთიერთბრალდებების რაოდენობა, დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომაც პრაქტიკულად შეუძლებელია გაერკვე, ამ ნაკადში რა არის სიმართლე და რა გამოგონილია. ქართული ოპოზიცია, აცხადებს რომ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრემლის კაცია, ვინაიდან ამ ქვეყანას გადასცა ტერიტორიები ( იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესიც სწორედ რუსი ინვესტორების ხელშია. წინასაარჩევნო რბოლით გაფიცხებული პოლიტიკოსები, კიდევ უფრო შორს გაიჭრნენ. საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა საიდუმლო მოლაპრაკებებს აწარმოებდეს რუსეთის ხელისუფლებასთან, მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამ „საიდუმლო შეთქმულებაზე" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. რა საფუძველი აქვს ოპოზიციონერის ეჭვებს? ქრისტიან-დემოკრატები „ზემო ლარსის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებას იმით ახდენდნენ, რომ ეს საკითხი საკმაოდ დიდ ხიფათს შეიცავდა საქართველოსთვის, ვინაიდან ჩრდილო კავკასიაში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი.

თუმცა, მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა, შუამავლის დახმარებით (ამ შემთხვევაში სომხეთი გამოდიოდა დაინტერესებულ მხარედ, რომელმაც მედიატორის როლიც შეასრულა) „ზემო ლარსის" სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით მაინც გაიხსნა. სწორედ ეს გახდა მორიგი ეჭვის მიზეზი, ოფიციალურ მოსკოვსა და თბილისს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა, ამავდროულად ალბათ იმის აღნიშნვაც ღირს, რომ ხელისუფლება თავის მხრივ, რეგულარულად ადანაშაულებს ოპოზიციას მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებებში და მოღალატედ ნათლავს ყველას, ვინც კი პუტინს ხელს ჩამოართმევს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატები სულაც არ მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, ეს უკანასკნელები დღენიადაგ უსიამოვნო სიურპრიზებს უწყობენ მთავრობას. მაგრამ, ქრისტიან-დემოკრატების არცერთი წარმომადგენელი არ მიილტვის რუსეთის დედაქალაქში მოლაპარაკებების საწარმოებლად. მხოლოდ იმას თუ გავიხსენებთ, რომ გიორგი თარგამაძემ, საკუთარი პოლიტიკური კარიერა, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ფრთის ქვეშ დაიწყო, ეს უკანასკნელი „ვარდების რევოლუციის" შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, რადგანაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ახალგაზრდა რევოლუციონერებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100