RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩერქეზები ქართული ფლანგიდან უტევენ

24.03.2010  |  16:24

5644.jpegროგორც კი ჩეჩენ ბოევიკებს ჭრილობების მოშუშება სჭირდებათ, რატომ ეძებენ თავშესაფარს საქართველოშო? რატომ იღებს კავკასიელი ხალხის კონფედერაცია თბილისში ინგუშეთისა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართვას? ამერიკული ფონდების დახმარებით რატომ აყენებენ რუსეთის მხრიდან გენოციდის საკითხს ადიგები და ჩერქეზები სწორედ საქართველოში? პასუხი ნათელია - რუსული ჯარის მიერ დამარცხებული ქვეყანა მზად არის გახდეს თავშესაფარი ყველასთვის, ვისაც შესწევს უნარი თუნდაც მორალურად გადაუხადოს სამაგიერო მოსკოვს.

ახლახან საქართველოს პარლამენტში შევიდა თხოვნა, რომ ეღიარებინათ მე-19 საუკუნეში ჩერქეზების გენოციდი. რუსეთის იმპერია მაშინ იპყრობდა შავი ზღვის სანაპიროებს და მან სასტიკად ჩაახშო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი. როგორც რუსი სამხედრო უფროსები წერდნენ: საჭირო გახდა მოსახლეობის ნახევართან გასწორება, რათა მეორე ნახევარი მორჩილად ყოფილიყო.

მაშინ ეს არც ისე სასტიკად გამოიყურებოდა, როგორც ახლა. იმპერიულ ომებს აწარმოებდა ამერიკა, რომელმაც მექსიკას მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვა. ინგლისმა და საფრანგეთმა დაგეგმეს "ოპიუმის" ომები ჩინეთში, დაასრულებას აფრიკული ქვეყნების კოლონიზაცია. იხოცებოდა ათასობით ადამიანი, რომლებზეც მოგვიანებით ჰუმანური კანონები გაავრცელეს.

ახლა კი იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩადენილი სისასტიკის გამო ადიგებისა და ჩერქეზების უცხოელი მეგობრები ითხოვენ პასუხს რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც იურიდიულად რუსეთის იმპერიის მემკვიდრეც კი არ არის. თავად ტერმინი გენოციდიც ხმარებაში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოვიდა. მანამდე მსოფლიოში ბატონობდა ძლიერების კანონი და ამ წესის მიხედვით რუსეთმა გაიარა პოლონეთიდან სახალინამდე და კარელიიდან კავკასიამდე.

საქართველოდან დაწყება ადიგებს ტყუილად არ გადაუწყვეტიათ. ეს ქვეყანა ყველას აძლევს თავშესაფარს, ვინც მოსკოვის პოლიტიკით უკმაყოფილოა. იქ ხშირად ბჭობენ ხოლმე ჩრდილო-კავკასიური სეპარატიზმის მომხრეები. ადგილი მოიძებნა კონფერენციისთვისაც სახელწოდებით "ჩერქეზები და ჩრდილოეთ კავკასიის ერები წარსულსა და მომავალს შორის".

კონფერენციის მიხედვით მიიღეს მიმართვა საქართველოს პარლამენტის მიმართ. დეპუტატებს ყველანაირი მიზეზი აქვთ ჩერქეზების გენოციდის აღიარებისთვის. ფორუმზე მკაფიოდ მოხდა სამი მიზნის ფორმულირება: საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, გენოციდის აღიარება და სოჭის ოლიმპიადის გაუქმება. ბოლო ამოცანა ძალიან კარგად ჯდება ოფიციალური თბილისის გეგმებში. "დიდი ჩექრეზეთის" გამოსვლაც რუსეთიდან კარგი სამაგიერო იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100