RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაუპატიჟებელი სტუმრები

25.03.2010  |  23:24

5658.jpegევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა ჩაატარეს ოფიციალური შეხვედრები საქართველოს დედაქალაქში. ერთ-ერთმა მათგანმა, უნგრელმა დიპლომატმა მათიას იორშმა, გაამართლა საქართველოს სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების" მიმართ. თუმცა, იორშის ფიგურამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. ოპოზიციის ნაწილმა მას ბრალი დასდო კორუმპირებულობაში და სუბიექტურობაში. სამართლიანია თუ არა ეს ბრალდებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისამართით?

მათიას იორში ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ის სათავეში ედგა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ბოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელისუფლების მიერ 2007 წლის ნოემბერში აქციის დარბევის შემდეგ. მაშინ მან ხელი შეიწყო იმას, რომ, მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, არჩევნები დემოკრატიის ნორმების შესაფერისად გამოაცხადეს. უდრეკი კეიბორისტები მაშინ აღშფოთდნენ და განაცხადეს, რომ სწორედ მათიას იორში არის ქართული ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების „ლეგიტიმატორი". ისინი ევროკავშირისგან საქართველოდან მათეას იორშის გაწვევას მოითხოვდნენ.

თუმცა ის 2008 წლის მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზეც ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო სადეპუტატო ადგილების 80% ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მათიას იორშმა განაცხადა: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში საპრეზიდენტოზე უკეთესად ჩატარდა.

იორში თბილისში გასულ წელსაც ჩამოვიდა. თავის განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ის საქართცელოში ჩამოვიდა არსებული ვითარების შესწავლის მიზნით და სწორედ ამიტომ ატარებდა შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ როგორ ესახება ოპოზიციას ქვეყნის მომავალი,-ამბობდა ის.- ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო ოპოზიციის ლიდერების აზრების მოსმენაც. ჩვენ გავიგეთ მათი სტრატეგიებისა და ბრძოლის არჩეული ხერხების შესახებ".

ამჯერად საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლი კვლავ თბილისშია სტუმრად იმავე რანგით - ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრის. თბილისში ჩამოსვლისთანავე იორშმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგა კასტრიოტ ისლამი აპირებენ ადგილობრივი არჩევნების ვითარების შესწავლას, მისთვის მზადებას და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100