RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დასვენება ქართულად

26.03.2010  |  13:44

5665.jpegსაერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ მეოთხე სტუმარი არის ტურისტი. თანაც ტუროპერატორთა მომსახურებით სარგებლობს რესპუბლიკაში დამსვენებელთა 7%-ზე ნაკლები. ძირითადად კი ხალხი ქვეყანაში ჩადის საქმიანი ან პროფესიული ვიზიტით, ან ნათესავების სანახავად. რამ შეიძლება ააღორძინოს საქართველოს რეკრეაციული სექტორი თურქეთთან, კრასნოიარსკის მხარესთან და აფხაზეთთან კონკურენცუუს პირობებში?

საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტები, როროგრც ქვეყნის მთავარი რეკრეაციული რესურსები, უნიკალურია თავისი თვისებებით. ბათუმი, მცხეთა, გუდაური - საბჭოთა კავშირის დროს ეს კურორტები ცნობილი იყო მთელ სსრკ-ში.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდე სანატორიუმები და დასვენების სახლები ყურადღების გარეშე დარჩა. ხელისუფლებას უბრალოდ არ შეეძლო ძველებურად დიდი თანხები გამოეყო ტურისტული ობიექტების დაფინანსებისთვის, ამიტომაც სულ მალე ბრძოლა დამსვენებლებისთვის მოიგო კრასნოიარსკის მხარემ.

2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ საქართველო სულაც შეიყვანეს ტურიზმისთვის 11 ყველაზე საშიშ ქვეყანაში. ქვეყანას კომპანია გაუწიეს ავღანეთმა, ერაყმა, სომალმა, სადაც არ წყდება შეიარაღებული კონფლიქტები. ფრანგული გამოცემის მონაცემების მიხედვით, ქართული კურორტები ნაკლებად მიმზიდველად ითვლება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობისა და რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის გამო.

საინტერესოა, რომ ისინიც კი, ვინც წელს ჩავიდა საქართველოში დასასვენებლად, უსიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ. საქმე ისაა, რომ აჭარაში რამდენიმე მზიანი დღის გასატარებლად სააკაშვილიც ჩავიდა. შედეგად მიიღეს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები. ქართველმა ლიდერმა გამონაკლისის გარეშე მოიარა ყველა რესტორანი და კაფე, ღამის კლუბი, ამიტომაც რეგულატურად კეტავდნენ მოძრაოვას ბათუმში, ხოლო როდესაც სააკაშვილი ბობოყვათის რეზიდენციაში სანაპიროზე იმყოფებოდა, დამსვენებლებს ნახევარი კილომეტრის რადიუსში არ აძლევდნენ ბანაობის უფლებას.

როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება საბოლოოდ აუცრუოს გული ისედაც ცოტა ტურისტს, ქვეყნის ხელისუფლება დაფიქრდა რეკრეაციული სექტორის აღორძინებაზე. არც ისე დიდი ხნის წინ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სვანეთის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. "კომისიის მიზანია ყველა სტრუქტურის საქმიანობის კოორდინირება და ერთობლივი განხორციელება იმ გეგმისა, რომელიც შემუშავებულია მესტიის განვითარებისთვის",- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100