RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველები პატრიოტიზმს ატოლებენ

29.03.2010  |  21:59

5678.jpegქართული პოლიტიკური ძალების მრავალფეროვნებაში ადვილია დაკარგვა. მოძრაობა „თეთრების" ლიდერმა პოლიტიკოსებს პარტიის ახალ კლასიფიკაცია შესთავაზა - ქართული ინტერესებისადმი მათი მიდრეკილების მიხედვით. დარჩა მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რაში მდგომარეობს განთქმული პატრიოტიზმის არსი.

„სად იყოფა ქართული და არაქართული ინტერესები, სად გადის ზღვარი ქართულ და არაქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის? როგორ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ დღეს პოლიტიკური ძალები, რომ მათ ქართული ეწოდოს?" ამ საკითხებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მხოლოდ ის ერთი არ არის დაკავებული მსგავსი პოლიტიკური ფიქრებით. ასეთი თეორიის დახმარებით ხელისუფებამ უკვე მოახერხა ოპოზიციის დაყობა ორ ნაწილად - ვინც არ არის ნოღაიდელის წინააღმდეგ, რომელმაც ურთიერთობები დაამყარა მოსკოვთან და ვისაც არანაირად არ სურს ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობა. ხელისუფლება და ოპოზიციის პროამერიკული ნაწილი თვლის, რომ ნოღაიდელმა უღალატა ქართულ ინტერესებს, როდესაც რუსეთისგან არ მოითხოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დეოკუპაცია".

შაშიაშვილი მიეკუთვნება ქართული ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც პრორუსული და პროამერიკელი პოლიტიკოსებისგან სულდგმულობს. „თეთრების" გარდა „ქართული ინტერესების" სიწმინდეზე საუბრობს „ეროვნული ფორუმიც". მისი ლიდერი კახა შარტავა უარს ამბობს ყველასთან გაერთიანებაზე. შაშიაშვილი უარს არ ამბობს ალიანსებში გაწევრიანებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მეგობრებს შორის მოღალატეების აღმოჩენის მაინც ეშინია.

მხოლოდ სახელის მიხედვით შეუძლებელია პარტიის პატრიოტიზმის განსაზღვრა. სიტყვები „ეროვნული", „სახალხო" და „საქართველო" თითქმის ყველა პარტიის დასახელებაში ფიგურირებს.

ლოზუნგებითაც რთულია ყველაზე პატრიოტი პოლიტიკოსების გამოვლენა. დღეს საქართველში ყველა - ახალგაზრდებიც და მოხუცებიც - ვინც დაკავშირებულები არიან პოლიტიკასთან, ხელისუფლებით დაწყებული ოპოზიციით დასრულებული, მთელი ხმით ყვირიან, რომ ქართულ საქმეს აკეთებენ,- აღნიშნავს შაშიაშვილი.- მმართველი პარტიაც კი თავს „ნაციონალურ" მოძრაობას უწოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაქართული აზროვნების ხალხი მართავს".

უფრო მეტიც, თავად პატრიოტიზმის გაგება, პოლიტიკოსის აზრით, დაზუსტებას საჭიროებს, რადგანაც ახლა ამ სიტყვას „უწოდებენ ყველაფერ: შიმშილსაც, ღალატსაც, მონობასაც, კერპთაყვანისმცემლობასაც, ომის დასაწყისსაც და ომში დამარცხებასაც".

ასე რომ რევიზიის ავტორი მოუწოდებს „ყველა ღირსეულ და ჭკვიან" ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისკენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100