მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ჯაშუში მეზობლად
29.03.2010 | 22:06ჩრდილო-კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ, გუშინ საქართველოს მოქალაქე ზაზა ხერკელაძე და ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი დამნაშავეებად აღიარა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. მათ შესაბამისად 11, 13 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გამოძიების მონაცემებით, ეს ადამიანები საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ - ეხმარებოდნენ მათ რუსულ სამხედრო ობიექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
ახლახანს დასრულებული გამოძიება, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის შესახებ - ხუთდღიანი ომის შემდეგ, ქართველი მზვერავების გამოაშკარავების პირველი შემთხვევა როდია. შარშან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გამოაშკარავა დაზვერვის თანამშრომლის მამუკა მაისურაძის მოღვაწეობა. ხელმძღვანელობის დავალებით მაისურაძე 2007 წელს ჩავიდა ქალაქ სოჭში უკრაინის მოქალაქის დოკუმენტებით და შემუსავებული ლეგენდით კერძო მეწარმეობით დაკავდა. მაისურაძემ 2008 წელს საქართველოს დაზვერვის ფულით ინტერნეტ-კაფე გახსნა სოჭში, რაც კავშირის საშუალებად გამოიყენებოდა უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან. მამუკა მაისურაძის მოვალეობებში შედიოდა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების სამზადისის შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
მოგვიანებით საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეათა მიესაჯა ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო რაზმის მეთაურ ჯემალ ნაკაიძეს, იტყობინება „ინტერფაქსი".
ახლანდელი საქმე, რომლის შედეგადაც ბრალდებულებს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს გაიხსნა. მაშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურების აგენტურული ქსელის ნეიტრალიზება მოახდინა, რომელიც 48 საკადრო თანამშრომლის და 101 უცხოური სპეცსამსახურების აგენტისგან შედგებოდა, რომელთა შორისაც 76 უცხოელი და 25 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. მათ ერთერთი ორგანიზატორიც დააპატიმრეს - საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეც-სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა ხერკელაძე.
შესაბამისად „სახელმწიფოს ღალატის" მუხლით აღძრული იქნა სისხლის სამართლის სამქეები რუსეთის მოქალაქეების ბოგდანოვის, იმერლიშვილის, კუშაშვილის, ხაჩიძის და ხაჩიროვის წინააღმდეგ, რომელბიც რუსეთის სამხედრო ობიექტებისა, სამხედრო მოსამსახურეების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და რუსეთის სპეც-სამსახურებზე ინფორმაციის შეგროვებით იყვნენ დაკავებული. ასევე დაინტერესებულნი იყვნენ სახელისუფლებო ორგანოების და მმართველობის წარმომადგენლებით.
ყაზბეგის რაიონში დაბადებული 55 წლის ბადრი კუშაშვილი, რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოს საგარეო დაზვერვის დავალებით წლის განმავლობაში მოანცემებს აგროვებდა ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე რუსუსლი სამხედრო ობიექტების შესახებ. გასული წლის დეკემბერში მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info