RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სასკოლო ისტორია: საგარეო საქმეთა სამინისტრო შეწუხებულია, ცხინვალი - თავგზააბნეული

29.03.2010  |  22:20

5681.jpegქართულმა მასმედიამ მოიყვანა სამხრეთ ოსეთში "ეთნიკური წმენდის გაგრძელების" დამაჯერებელი მტკიცებულება. ცენტრალურ ტელეარხზე აჩვენეს იმ სკოლის ნანგრევები, სადაც ვითომ 150 ბავშვი სწავლობდა. აი, თურმე, ქართული მოსახლეობის უფლებები ილახება. აღმოჩნდა, რომ სკოლა დაიხურა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე.

აღმაშფოთებელ ფაქტზე რეპორტაჟი რამდენიმე დღის წინ გააკეთა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა. მისი მონაცემებით, "რუსმა ოკუპანტებმა დაანგრიეს ახალგორში ქართულ-რუსული მე-3 სკოლა".

თავისთავად, ფაქტი აღმაშფოთებლად ჟღერს. თუმცა კიდევ უფრო უარესი ის აღმოჩნდა, რომ სკოლის ნანგრევებზე აპირებდნენ რუსი სამხედროებისთვის საცხოვრებლის აშენებას. მათ, უკვე გაასუფთავეს ტერიტორია და დაიწყეს იქ სამშენებლო მასალების შეტანა.

ამ სკოლაში, ამტკიცებდა "რუსთავი 2", სწავლობდა 150 ქართველი და ოსი ბავშვი. ახლა მათ პირველ სკოლაში მოუწევთ გადასვლა.

სიახლეს სასწრაფოდ გამეხმაურა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მოვლენისთვის შეარჩია საბრძოლო ფორმულირებები: "დისკრიმინაციის პოლიტიკისა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება".

უფრო მეტიც, სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის სასტიკად დარღვევაში, მათ შორის როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა, რადგანაც ხალხს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება წაერთვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა პროტესტი და მსოფლიოს მოუწოდა, რომ გაეკეთებინა მკაცრი შეფასება მომხდარი ფაქტისთვის და ეიძულებინა რუსული მხარეისთვის თავის თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება".

დამაჯერებლად და ლამაზად ჟღერდა, მაგრამ მეორე დღეს ქართული ტელეარხის ინფორმაცია ოსეთის ხელისუფლებამ უარყო.

"2010 წლის 24 მარტს ახალგორის რაიონში არც ერთი სკოლა არ დანგრეულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი არაკომპეტენტურობა და ის ცდილობს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას",- განაცხადა ახალგორის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ბარათაშვილმა.

მან განმარტა, რომ შენობა, რომელზეც იყო საუბარი, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაანგრიეს. სხვათა შორის, იმ დროისათვის, სკოლა ქართული ხელისუფლებისთვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე იდგა და ამ სკოლაში ადრე რუსი ბავშვები სწავლობდნენ.

ამ ბოლო დროს "რთული იყო ამ ნაგებობისთვის შენობის წოდება - ეს უბრალოდ იყო ნახევრადდამთაცრებული პირველი სართული რუსული სკოლისა, რომელიც, სხვათა შორის, ქართული ხელისუფლების ბრძანებით დაანგრიეს",- დაამატა ბარათაშვილმა.

ქართული ტელესიახლის მხოლოდ მეორე ნაწილი შეესაბამება ჭეშმარიტებას, იქ მართლაც ააშენებენ სასაზღვრო ქალაქის ობიექტებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100