RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ზემო ლარსზე“ Face- კონტროლი ვერ გაიარეს

30.03.2010  |  09:14

5683.jpegრუსეთ-სქართველოს საზღვარზე განსაკუთრებულად მკაცრი კონტროლია: სომხეთის გამო საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, ორივე ქვეყანაა ფხილზად. არასრული ერთი თვის განმავლობაში 1000 საზღვრის გადამკვეთი პირიდან, 21 მათგანი რუსმა მესაზრვრეებმა დააჯარიმეს. ამასობაში კი, საზღვრის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, კორდონის ორივე მხარეს კვლავაც მოკლებულია მისი გადალახვის შესაძლებლობას.

„ზემო ლარსი" უკვე ერთი თვეა წარმატებულად მუშაობს, რეკონსტრუქციის ოთხწლიან შესვენების შემდეგ. თუმცა, დღე-ღამეში 400 მანქანის გატარების უნარიანობისას, ამ ოთხი კვირის განმავლობაში გამშვები პუნქტი მხოლოდ 450-მა ავტომანქანამ გადალახა. ამ ტრანსპორტით გადაადგილებული 1000 მოქალაქიდან კი, 21 წესრიგის დამრღვევი აღმოჩნდა.

ყოველმა მთგანმა საზღვრის გადაკვეთის წესი დაარღვია „ძირითადად ეს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან"- განმარტავს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ სოლოდი.

აღსანიშნავია, რომ გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება პირობას იძლეოდა, რომ რუსების და ქართველების გარდა, დსთ-ს მოქალაქეებს არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდათ საზღვრის გადაკვეთისას. თუ კი რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმია დაწესებული, სამაგიეროდ თანამეგობრობის დანარჩენ მზეობლებთან ორივე ქვეყანას თავისუფალი მიმოსვლა აქვს. ვინაიდან თბილისმა დსთ-დან გასვლისას, ძალაში დატოვა შესაბამისი დოკუმენტი.

მაგრამ, საკონტროლო გამშვები პუნქტის გადაკვეთის ყველაზე ნაკლები შანსები, ადგილობრივ მაცხოვრებლებს აღმოჩნდათ, რომელბიც ამის გამო 2006 წლიდან განიცდიან დისკომფორტს. GZT.RU-ს მონაცემებით რუსეთის მხარე ნათესავებს საქართველოსკენ ვიზების გარეშეც ატარებს, მაგრამ ქართული მხარე ყველას უკან აბრუნებს.

ჩრდილოეთ ოსეთში, საზღვართან ახლოს არსებობს ასეთი სოფელი ბალთა შერეული ოსურ-ინგუშურ-ქართული მოსახლეობით და აი ამ სოფლიდან ქართველებს სამშობლოში სტუმრად წასვლა თუ მოუნდათ, რომელიც მათგან სულ რაღაც 20 კილომეტრშია, მათ საქართველოს ვიზის მისაღებად მოსკოვამდე 2500 კილომეტრის გზის გადალახვა მოუწევთ, შემდეგ კი ამდენისავე უკან.

საზღვრის ქართული მხრიდან ოსური სოფლების მოსახლეობისთვის უფრო ახლოსაა რუსეთის ვიზისთვის, თბილისში ჩასვლა, თუმცა ქართული პასპორტით მისი მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სოფელ ბალთის ქართველთა საზოგადოების უხუცესი ალექსეი ბუჩუკური თვლის, შეფერხება - უმეცარი დიპლომატიის ბრალია. „როგორც ვაჟა ფშაველა ამბობდა, მტერი მეგობრად უნდა აქციო. როგორც შოთა რუსთაველი ამბობდა, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო",- უხუცესი ბრძენი კაცის სიტყვების ციტირებას ახდენს GZT.RU.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100