RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააღდგომო ფრენები

30.03.2010  |  14:54

5688.jpegრუსეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს ფრენების აღდგენის თაობაზე აღდგომის პერიოდში. ტრნასპორტის სამინისტრომ ქართულ ავიახაზებს უფლება მისხცა შეესრულებინა ჩარტერული რეისები თბილიდან მოსკოვში და პირიქით. ამ ბოლო დროის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ცამ ორი სახელმწიფო დააკავშირა. შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მალე ავიაკავშირი სრულად აღდგება?

როგორც ცნობილია, პირდაპირი ჩარტერული რეისები რუსეთსა და საქართველოს შორის 2006 წელს გაუქმდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების გამო, გარკვეული დროით ეს კავშირი აღდგა 2008 წლამდე და შემდეგ კვლავ გაუქმდა აგვისტოს ომის გამო.

გასული წლის ბოლოს საქართველომ რუსეთს ფრენების განახლება სთხოვა საახალწლო პერიოდისთვის.

ყინული მას შემდეგ დაიძრა, რაც დიმიტრი მედვედევმა მეოთხე ევრო-აზიურ მედიაფორუმზე მოსკოვში ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცოდვები არ უნდა აისახოს ქართველ ხალხზე.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვაპირებ მოქმედ პრეზიდენტთან და სხვა ხელმძღვანელებთან ურთიერთობის დაჭერას. ჩვენი გზები გაიყარა და მოვლენების ჩვენი შეფასებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პირდაპირ არის პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მომავლისთვის უნდა გადავდოთ. ჩვენს ხალხს შორის საუკუნოვანო მეგობრობა და განსაკუთრებული ისტორიაა",- თქვა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსი ლიდერის განცხადებას თბილისში ზურგი არ აქციეს. მიხეილ სააკაშვილი მიესალმა კრემლის გადაწყვეტილებას. როგორც მისმა პრეს-მდივანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მზად იყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის.

ამ ფონზე მოსკოვში ჩავიდა ქართველი ოპოზიციონერი ზურაბ ნოღაიდელი, ომელიც ხვდებოდა რუს დიპლომატებსაც და ქართულ დიასპორასაც. შედეგად მან პირობა დადო, რომ ახალი წლისთვის დაიგეგმებოდა რამდენიმე ჩარტერული რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის, რაც, საბოლოოდ, მართლაც განხორციელდა.

მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს საქართველოსთან რეისების აღდგენაზე. თებერვალში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ქართულ მხარესთან კონტაქტების არწონისა ის მაინც მზად არის საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის. შემდეგ რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად გააჟღერა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

ახლანდელი მოლაპარაკებაც ნოღაიდელის დახმარებით შედგა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები პარტიასთან „ერთიანი რუსეთი". ის ასევე გაესაუბრა დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინ კოსაჩოვს და განაცხადა, რომ საჰაერო საზღვრების გახსნა მისთვის პირადი და ასევე პარტიული გამარჯვებაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100