RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრიუსელმა თვალი დაადგა კავკასიურ საზღვრებს

31.03.2010  |  10:33

5697.jpegგაერო და ევროკავშირი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ახალ პროგრამას ახორციელებენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საზღვრების უსაფრთხოების მართვა. მოსალოდნელია, რომ ეს სისტემა სახელმწიფოებს შორის მდებარე საზღვრებს გახდის ღიას და უსაფრთხოს. სამივე ქვეყნისათვის სასაზღვრო საკითხი საკმაოდ დელიკატურია. შეძლებს კი დასავლეთი რესპუბლიკების დახმარებას?

სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოფიციალური საზღვრების გაფორმება უკვე დიდი ხანია იწელება. როგორც ცნობილი, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვრებთან ახლოს იმყოფება სადავო სიწმინდეები. რაც შეეხება ერევანისა და ბაქოს ურთიერთობებს, მათთვის დღის წესრიგში მწვავედ დგას მთიანი ყარაბახის საკითხი.

პირველ რიგში, ქართულ-აზერბაიჯანის საზღვრის დეკლარაცია ეხება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული და რელიგიური ღირსშესანიშნავობის ბედს - დავით გარეჯის შუასაუკუნოვან სამონასტრო კომპლექსს, რომელის ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, მეორე ნაწილი კი აზერბაიჯანის. როდესაც სსრკ-ში ავლებდნენ საზღვრებს აზერბაიჯანსა და რესპუბლიკას შორის, მონასტერი ორად გაყვეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვარი ორ ქვეყანას შორის არც შეცვლილა და გადის 813 მეტრის სიგრძის უდაბნოზე, ქვაში ნაკვეთი მონასტერი კი უდაბნოში აღმართულ კლდეზეა, შედეგად ის ორივე ქვეყნის მმართველობაში აღმოჩნდა. ექსპერტთა აზრით, სამხედრო თვალსაზრისით, ეს პოზიციები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიარაღებული კონფლიქტის შემთქვევაში, ქვეყანას, რომელიც ამ სიმაღლეებს აკონტროლებს, დიდი უპირატესობა აქვს.

მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის გავლებულ საზღვარზე დღემდე მიმდინარეობს. მართალია მხარეებმა უკვე შეათანხმეს 480 კილომეტრიანი საზღვრის დიდი ნაწილი, ძველი პრობლემები მაინც რჩება. ბოლო შეხვედრა თებერვალში ჩატარდა. ბაქო და თბილისი პირობას დებენ, რომ ამ საკითხს წლის მეორე კვარტალში მიუბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, უკვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ზოგიერთმა საკითხის მოხსნა შეუძლია სასაზღვრე კონტროლის გამარტივებულ რეჟიმს, რაც მონაზვნებს, მრევლს და ტურისტებს საშუალებას მისცემს უპრობლემოდ გადალახონ ხოლმე სადავო ტერიტორიები.

რთული სიტუაციაა ქართულ-სომხურ საზღვარზეც. პირველი და მთავარი საკითხი ეს არის ჯავახეთი. საქართველოში ბევრი სომეხი ცხოვრობს და ჯავახეთში ქართულ მოსახლეობას ისინიც სჭარბობენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართულ-სომხურ საზღვართან ახლოს მყოფი რაიონი სომხების კომპაქტური დასახლებაა. თანაც ამ ბოლო დროს სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ, რომ ქართული ხელისუფლება ზეწოლას ახდენს სომხებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100