RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული კვალი მოსკოვის მეტროში

01.04.2010  |  11:13

5707.jpegრუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას, რომ ტერორისტებს კავშირი ჰქონდათ საქართველოს სპეც-სამსახურებთან, თბილისელი ექსპერტები წინასწარ ელოდნენ. მართლაც, არ არის რთული მოსკოვის ტერაქტებში, ქართული კვალის შესახებ ვერსიის აგება, როდესაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ხელთ აქვს მონაცემები ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების საქართველოდან დაფინანსების შესახებ და მაშინ როდესაც ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტროტილის შაშხანები და პისტოლეტები, საქართველოდან აზერბაიჯანში შემოიტანეს და მხოლოდ წარმატებული სპეცოპერაციის წყალობით იქნა ამოღებული ტერორისტებისგან. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით და განვითარებული მოვლენების ფონზე, ოფიციალურმა თბილისმა სურვილი გამოხატა, მონაწილეობა მიიღოს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში.

რუსი გამომძიებლები ამუშავებენ მეტროში განხორციელებული ტერაქტის ვერსიებს ავღანური, ჩეჩნური და ქართული კვალის მოძიებაზეც კი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებს კავშირები აქვთ, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ, მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში".- განაცხადა მან.

პატრუშევამდე „ქართული კვალი" რუსმა დეპუტატმა ლდპრ-ის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც ახსენა. რადიო „ვესტი ფმ"-ის ეთერში მან ტერაქტის რამდენიმე საბაბი დაასახელა. „მიზეზები ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ რეგიონთანაა დაკავშირებული, თუმცა კი ტერორისტი-თვითმკვლელების მოსამზადებელი ცენტრები, შესაძლოა რუსეთის სხვა რეგიონებშიც იყო განლაგებული. ჩრდილო კავკასია ესაზღვრება, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს. საქართველოსთან კი, ურთიერთობები დაძაბულია".- განაცხადა მან.

დეპუტატის მინიშნებებს, კომენტარი გაუკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. „მხოლოდ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს თუ მოუვა აზრად, მოსკოვის ტერაქტებში საქართველოს დადანაშაულება",- თქვა მან და დასძინა, რომ სახელმწიფო დუმის ზოგიერთი დეპუტატი, რეალობასაა მოწყვეტილი.

„აქამდე რუსეთის ფედერაციის არცერთ ოფიციალურ და პსუხისმგებლობის მქონე პირს, არ უთქვამს მაგვარი სისულელე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მრავალი ტერაქტი იგეგმება პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, ასევე ჩრდილო კავკასიაში. ჩამოთვლილიდან არცერთს არ აქვს კავშირი საქართველოსთან".- აღნიშნა მინისტრმა.

და აი გაჟღერდა ოფიციალური განცხადებაც, ტერაქტებთან საქართველოს შესაძლო კავშირის შესახებ. პატრუშევმა, რომელიც ვაშაძემ წინასწარ გაიმეტა „შიზოფრენიის" დიაგნოზისთვის, არ გამორიცხა „ქართული კვალის" არსებობა. საქართველოს ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ, უმალ უწოდა ამ განცხადებას პროვოკაციული და აღმაშფოთებელი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100