RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევა:რუსულ-ქართული ხელის ჩამორთმევა

02.04.2010  |  11:52

5716.jpegგუშინ ჟენევაში ჩატარდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე. მონაწილეობდნენ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რუსეთის, გაეროს, ევროკავშირის ეუთოს და ამერიკის შუამდგომლობით. დისკუსიის დროს, როგორც იქნა, მოხერხდა პროგრესის მიღწევა -მომავალი დისკუსიების მთავარი თემა იქნება რუსი დიპლომატების მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. უფრო მეტიც, დიდი ხნის განმავლობაში პირველად საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ამ დღეებში თბილისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რომელსაც ახალგაზრდა რესპუბლიკები განიხილავენ როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქმე ისაა, რომ იურიდიულად მავალდებულებელი დოკუმენტის შექმნაზე კავკასიაში საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიწყო. თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო შუამდგომლობისა საქართველოსთან,აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებებში, პროგრესის მიღწევა ვერ ხერხდებოდა.

დისკუსიების დროს აფხაზური, ოსური, ქართული და რუსული მხარეები თავიანთ პროექტებს აცნობდნენ ერთმანეთს, ევროკავშირი კი მთავარ ელემენტებზე საუბრობდა. მიუხედავად მინიმალიზმისა, გუშინდელ დღემდე თბილისის წარმომადგენლები იმაზე საუბრობდნენ, რომ სწორ ნაბიჯად ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს მიიჩნევდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გუშინ უკვე აუცილებელი იყო, რომ ყველა მხარეს თანხმობა ეთქვა - ჟენევის დისკუსიები უკვე წელიწად ნახევარია მიმდინარეობს, კონკრეტუი რეზულტატები კი ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული. ამასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ გაფრთხილება გააკეთა, რომ, თუკი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ამჯერადაც არ შევაძალაში, მაშინ სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს, რომ გავიდეს მოლაპარაკებებიდან.

მეათე რაუნდის დროს მხარეებს შორის მიღწეული იყო მოლაპარაკება, რომ მომავალ რაუნდზე რუსული მხარის ვარიანტს აიღებენ კონსულტაციების საფუძვლად. სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი პროექტი დისკუსიის ყველა მონაწილემ მიიღო. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი იქნება დასაწყისი მომავალი გარანტიებისა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და ოსეთის წინააღმდეგ აღარ გამოიყენონ ძალა".

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართული მხარის უარის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა მსგავსი დოკუმენტი განხილულიყო როგორც ცალმხრივი გზავნილი - დეკლარაცია. დიპლომატმა განმარტა, რომ ქართველ კოლეგებს შესთავაზეს მიახლოებითი ტექსტი , რომლის ხელმოწერაც შეუძლია პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100