RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ერეტიკოსებზე ნადირობაა მოსალოდნელი?

02.04.2010  |  12:01

5719.jpegსაქართველოში ახალი სკანდალი ღვივდება სამართალდამცავ სფეროში. ოპოზიცია ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვს ახსნას საწამებელი აღჭურვილობის ყიდვის თაობაზე. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, საქართველო ფიგურირებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ყიდულობენ ელექტროშოკის მოწყობილობებს. ამასობაში, შსს უარყოფს მოხსენების ვარაუდს.

როგორც ცნობილია, საქართველო არის გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის წევრი. საინტერესოა, რომ სამი წლის წინ ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა იმისა თაობაზე, რომ დაკავებულთა დიდი რაოდენობა ჩიოდა საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, ასევე ამბობდნენ, რომ ასეთ შემთხვევებში საზოგადოებრივი ინფორმაცია არ არსებობდა.

რაც შეეხება ორგანიზაციას Amnesty International, ეს საერთაშორისო სტრუქტურა არაერთხელ იუწყებოდა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდე გრძელდება წამების პრაქტიკა დაპატიმრებულებზე. საერთაშორისო სამართალდამცავებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისკენ, რათა ბოლო მოღებოდა წამებას და სასტიკ მოპყრობას პატიმრებში.

ძალოვნებს სასტიკად მოპყრობაში ბრალს ოპოზიციაც სდებს. თებერვალში პარტია „საქართველოს მომავლის" ლიდერმა გიორგი ლაღიძემგანაცხადა, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებენ. „ჩვენ ვფლობთ მონაცემებს, რომ გლდანის, რუსთავის და ქუთაისის ციხეებში გრძელდება პატიმრების ცემა და წამება. პატიმრებს სახალხოდ სცემენ სულ მცირედი მიზეზის გამოც კი",- თქვა ლაღიძემ. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამ ბოლო დროს ციხეებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, მტკნარი სიცრუეა. „ჩვენი მონაცემებით, გაიზარდა პატიმრებში სიკვდილიანობა, ავადმყოფები არ გადაყავთ ციხის საავადმყოფოში,- თქვა ლაღიძემ.- ჩვენი პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის ამომწურავ ინფორმაციას რესპუვლიკაში პენიტენციალურ სფეროში არსებული სიტუაციის თაობაზე".

უკმაყოფილების ახალი ტალღა ქართული ოპოზიციისრიგებში, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან, გამოიწვია Amnesty International-ის ახალმა მოხსენებამ სახელით „სიტყვიდან საქმემდე", რომელიც გამოქვეყნდა 16 მარტს. დოკუემნეტებში საუბარია იმის შესახებ, ომ 2006 წლიდან 2009 წლამდე ჩეხეთი გასცემდა ლიცენზიებს ლექტროშოკის მოწყობილობებზე, ქიმიურ აეროზოლებზე და საწამებელ სხვამოწყობილობებზე ექვს ქვეყანაში, რომელთა სიაშიც საქართველოც ფიგურირებს.

Amnesty International-ის ინფორმაციით, ყველა ევროპულ ქვეყანას არ უღიარებია ეს ფაქტო. მოხსენების ავტორებმა მოუწოდებს ევროკავშირს აღასრულონ მიღებული კანონი და აამოქმედონ საწამებელ იარაღებზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100