RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დოკუ უმაროვმა საქართველოზე ეჭვები გაფანტა?

02.04.2010  |  12:03

5720.jpegრუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სიტყვებს, მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტთან თბილისის შესაძლო კავშირის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელი პასუხი მოჰყვა. მასში მოხსენიებულია: ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპოზიციაში მონაწილეობაც და რუსი ჩინოვნიკების „არაკომპეტენტურობა" და „არაადეკვატურობაც", ასევე რუსეთის არასწორი საშინაო პოლიტიკაც არ დარჩენიათ უყურადღებოდ. მაგრამ, ვიდრე საქართველოში თავს იმართლებდნენ და მოსკოვს აკრიტიკებდნენ, ტერაქტის ჭეშმარიტი ორგანიზატორებიც გამოჩნდნენ. ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერმა დოკუ უმაროვმა აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე აიღო.

საქართველოში, ნაცარტუტად აქციეს ნიკოლაი პატრუშევის ვერსია იმის შესახებ, რომ მოსკოვში მომხდარო ტერაქტის კვალი შესაძლოა თბილისამდეც მიდიოდეს. მან ამის საფუძვლად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემები დაასახელა, ქართული სპეც-სამსახურებისა და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების კავშირზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პატრუშევსა და მის კოლეგებს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მასში განსაკუთრებულადაა აღნიშნული, რომ თბილისი „ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და მას საკუთარი წვლილი შეაქვს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში". „მოცემულ ეტაპზე ავღენეთშია დისლოცირებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაძლიერებული ასეული 173 კაცის შემადგენლობით და უახლოეს მომავალში მათ შეუერთდება 750 სამხედრომოსამსახურისგან შემდგარი ბატალიონი",-ნათქვამია განცხადებაში.

ასეთ დოკუმენტებში, როგორც წესი არ უღრმავდებიან დეტალებს, ამიტომაც აქ არ არის იმის განმარტების საშუალება, თუ რატომ დაადგეს თვალი აშშ-მ და ნატომ ავღანეთს, რომელიც ნავთობითა და გაზით მდიდარ ქვეყნებს ესაზღვრება, ამავდროულად კი სულაც ვერ ამჩნევენ ტერორისტულ აქტივობას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. არც სტატისტიკაა მოყვანილი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო კონტინგენტის დასწრების პერიოდში, ნარკოტიკების წარმოება ამ ქვეყანაში რამოდენიმეჯერ გაიზარდა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ეჭვქვეშ აყენებს არამარტო ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ანტიტერორისტული კოალიციის როლს, არამედ თავად ქართველი ჯარისკაცების როლსაც ამ მისიაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკვე ითვლება ტერორიზმის მოწინააღმდეგედ, რასაც აღნიშნავს კიდევაც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტრო. ამას, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების გუშინდელი განცხადებაც ადასტურებს. მან ნაადრევი ბრალდებებისგან თავის შეკავება სთხოვა რუსეთს. მისი სიტყვებით, ვიდრე მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების გამოძიების ყველა დეტალი არ იქნება ბოლომდე შესწავლილი, მიუღებელია ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100