RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დეფოლტს სააკაშვილის შეცვლის წელს ელოდებიან

02.04.2010  |  16:35

5725.jpegსაქართველოს ერთობლივმა ვალმა ქვეყნის შმპ-ს 80 პროცენტს გადააჭარბა. ამასთან ერთად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შარშან „ეკონომიკური თავისუფლების აქტით" საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მისი 60 პროცენტიანი ზღვარი. მაგრამ, 2013 წელს პრეზიდენტი, რომელმაც უკვე ორი ვადა მოიხადა, უნდა შეიცვალოს, დეფოლტი კი მის მემკვიდრეს ელის. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს, იმიტომ რომ, ვალის სახელმწიფო წილი, არც თუ ისე დიდია.

საქართველოს ნაციონალურმა ბანკმა ინფორმაცია გამოაქვეყნა ქვეყნის ერთობლივი ვალის შესახებ, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტს აღემატება.

თავად განსაჯეთ - სახელმწიფოს, ბანკებს და საწარმოებს უცხოელი ინვესტორების 8,6 მილიარდი დოლარი მართებთ. ქვეყანამ კი, 2009 წელს 18 მილიარდი ლარის პროდუქტი გამოუშვა ანუ 10 მილიარდ აშშ დოლარეზე ოდნავ მეტის. საერთო ჯამში - ვალი შმპ-ს 85 პეოცენტს შეადგენს.

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი მსოფლიო ბანკი გახლავთ, რომელმაც თბილისს 1,2 მილიარდი აშშ დოლარი ასესხა. ამას გარდა, კიდევ 848 მილიონი დოლარი საერთაშორისო სავალიუტო ფონდმა გამოუყო ქვეყანას. აზიური განვთარების ბანკის წილი 184 მილიონი დოლრია. ამას გარდა საქართველოს გერმანიის 196 მილიონი დოლარი, რუსეთის - 118 მილიონი, იაპონიის 55 მლნ, ევროკავშირის- 50 მილიონი და ამერიკის შეერთებული შტატების 36,7 მილიონი დოლარი მართებს.

ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ ის იძლევა, რომ თებერვალში სახელმწიფო ვალის თანხა შემცირდა, თვის ბოლოსთვის მან 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა 31 იანვარს 33,5 მილონი დოლარით მეტი იყო.

თავისთავად, გასული წელის ინფორმაციასთან შედარებით, საქმე არც თუ ისე კარგადაა. 2009 წლის მარტის დასაწყისში, საქართველოს ხაზინას უცხოელი ინვესტორების ორნახევარი მილიარდი დოლარი ემართა.

მას შემდეგ საქართველომ, კიდევ უამრავი კრედიტი აიღო მსოფლიო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და განვითარების აზიური ბანკისაგან. ამას გარდა, ვალი ნაციონალური ვალიუტის კურსის ვარდნის გამოც იზრდება. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ლარი 3,5 პროვენტით გაუფასურდა, იტყობინება პორტალი „ბიზნეს საქართველო".

უკვე ამ წელიწადს, თბილისის არ ეყოფა საკუთარი სახსრები, არსებული ვალების დასაფარად. ბიუჯეტში კრედიტორების გასასტუმრებლად 152 ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული ( ანუ 87 მილიონი დოლარი), გადასახდელი კი 95 მილიონი დოლარია - ეკონომიკური პრობლემების ცენტრის გამოთვლებით. 2011 წელს, პროცენტების სახით 121 მილიონი დოლარი იქნება გადასახდელი, 2012-ში კი - 257 მლნ. აშშ დოლარი, პლიუს 68 მილიონი პროცენტების სახით.

მაგრამ, ყველაზე მძიმე 2013 წელი იქნება. ზოგიერთი ეკონომისტი ამ დროისთვის საქართველოს სრულ დეფოლტს უწინასწარმეტყველებს .

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100