RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი სუპერ პრეზიდენტის როლში

05.04.2010  |  10:38

5727.jpegუმოკლეს დროში საქართველოს შეიძლება გახდეს "სუპერ პრეზიდენტული" სახელმწიდო და შტატებად დაიყოს. შესაბამისი კანონის პროექტი საკონსტიტუციო კომისიაში შეიატანა "თვაისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა. ცნობილია, რომ რამიშვილის მიერ მართული სტრუქტურა ითვლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის ჩამომყალიბებლად. გაამართლებს კი კომისია ქვეყანაში საპრეზიდენტი ინსტიტუტის ასეთ გაძლიერებას?

დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს საქართველს მოსახლეობა კი არა, მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, ამასთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ხელისუფლება კი პირდაპირ პრეზიდენტის დამორჩილდება. უფრო მეტიც, პროექტის თანახმად რესპუბლიკა შტატებად დაიყოფა, რომელთაგან ყველას სენატში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

პროექტი რომ დამტკიცდეს, მას კომისიის წევრების ორ მესამედზე მეტმა ადამიანმა უნდა მისცეს ხმა. თუკი ეს მოხდდება, დოკუმენტი საბოლოოდ გავრცელდება აპრილის ბოლოს.

როგორც ცნობილია, ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის ხელში და მასმედიისა და სასამარლოების თავისუფლების შეზღუდვა მოქმედი ქართული რეჟიმის სავიზიტო ბარათად იქცა. ქვეყნის ოპოზიციური ძალები თვლიან, რომ ახლა პრეზიდენტი იმით არის დაკავებული, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაექცეს პასუხისმგებლობას.

ახლახან რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ ივარაუდა, რომ პარლამენტის უფლებამოსილებების შესაძლო გაფართოვება მხოლოდ სააკაშვილის შორს მიმავალ გეგმებს უნდა დავუკავშიროთ. "სრულდება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა, 2013 წელიც მოახლოვდა, ამირომაც ბევრი რამ იქნება დმაოკიდებული სააკაშვილის მიკერძოებულობაზე და ხელისუფლების შენარჩუნების სურვილზე,- თქვა ხაინდრავამ.- ჩემთვის რთული სათქმელია, თუ რა გზებით შეეცდება ამის გაკეთებას მმართველი გუნდი. მაგრამ ის, რომ ისინი ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ - ფაქტია".

"თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ შემუშავებული დოკუმენტი სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა. ეჭვს იწვევს ასევე საქართველოს ამერიკული წესით დაყოფაც. რესპუბლიკა ხელისუფლების გამო უკვე გამოემშვიდობა აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს, რასაც სააკაშვილს არასოდეს აპატიებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან რამიშვილის პროექტი ოპოზიციას არ მოეწონა. ქრისტიან-დემოკრატები თვლიან, რომ საქართველოს გადაქცევა "სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფოდ" მიუღებელია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100