RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

100 საავადმყოფოს ააშენებენ, საკითხავია: როდის?

06.04.2010  |  16:30

5738.jpegსაქართველომ გადაწყვიტა მრავალტანჯული „100 საავადყოფოს" სახელმწიფო პროგრამის გაგრძელება. მის რეალიზებას 2008 წლის აგვისტოს ომმა შეუშალა ხელი, შემდგომ კი ეკონომიკურმა კრიზისმა. ჯანდაცვის მინტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე იმედიანად აცხადებს, რომ ინვესტორების მიერ გარკვეული ობიექტები მაინც აშენდა, დანარჩენი კი სახლმწიფოს ხარჯზე შენდება, ხოლო ჩეხური კომპანია „ბლოკ ჯორჯიას" ვალდებულებები კვალავ ძალაში რჩება.

2009 წელს ჩავარდნილი „100 საავადმყოფოს" სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. კერძო ინვესტორების გარდა, მასში მონაწილეობას სახელმწიფოც მიიღებს. ხაზინიდან 400 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი სამედიცინო მომსახურების სფეროს განსაახლებლად. სულ რაღაც სამიოდე წლის წინ კი, ხელისუფლებას 900 მილიონი დოლარის ოდენობით კერძო დაბანდებების იმედი ჰქონდა.

პროგრამის მთავარი იდეა, ძველი საავადმყოფოების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემა იყო, ახალი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის სანაცვლოდ.

თუმცა, საბჭოთა მეკვიდრეობის ყიდვის მსურველები უმალ გამოჩნდნენ, მაგრამ აი მშენებლობის ნაწილში ისინი ნაკლებად მარდები გამოდგნენ. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ განმუმარტა პორტალ „ბიზნეს საქართველოს", ეს ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოხდა.

ამის და მიუხედავად პროგრამის 13 ნაწილიდან ექვსს ფრუიძე შესრულებულად მიიჩნევს. „დავიწყოთ იქნიდან, რომ ზუგდიდის მრავალპროფილიანი საავადმყოფო და მასთან ერთად გემატოლოგიის ინსტიტუტი მწყობრში ჩადგა. ასევე მოხდა რკინიგზის საავადმყოფოსა და შსს-ს ორთაჭალის ჰოსპიტალი რეაბილიტაცია. ასევე გეგმიურად მიმდინარეობს კომპანია "New Stile "-ის პროექტი. ეს კომპანია ორთაჭალის თვალისა და ნევროლოგიის კლინიკის რეაბილიტაციას ახდენს ორთაჭალაში. სამუშაოების ნახევარი პრაქტიკულად დასრულებულია და 2010 წლის ბოლოსთვის ეს კლინიკაც ამოქმედდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროექტი გრაფიკთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობს".- განაცხადა ჩინოვნიკმა.

საერთო ჯამში, საავადმყოფოების გარემონტება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ახლების აშენება. ამიტომაც პროგრამის მეორე ნაწილი მთლიანად ჩავარდა. მაგალითად, ქართულ კომპანია "Aword Kapital»-მა მოახდინა "ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროსუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" პრივატიზაცია, იმ პირობით, რომ 400 ადგილიან ახალ საავადმყოფოს ააშენებდა, იტყობინება „ახალი რეგიონი". ახლა ფრუიძე იტყობინება, რომ "Aword Kapital»-თან თანამშრომლობა გაუქმებულია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100