RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა ამომრჩევლებს პატიმრობის ვადა შეუმცირა

06.04.2010  |  16:35

5739.jpegმართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოპულიტური ნაბიჯი გადადგა: მან თითქმის 400 პატიმარი გაათავისუფლა. აღდგომა, ამ ფართო ჟესტისათვის მხოლოდ საბაბი იყო. სინამდვილეში კი ხელსიუფლება მმართველი პარტიის პოზიციებს ამაგრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების წინ.

პატიმრებისთვის სააღდგომოდ გაკეთებულმა საჩუქარმა, არამარტო თავად პტიმრები გაახარა, არამედ მათი ოჯახებიც და მათი მარავალრიცხოვანი სანათესაოც. ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასიამოვნა და ოპოზიციის საპროტესტო განწყობაც გაანელა.

შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებით 38 პატიმარს ორჯერ შეუმცირდა ვადა, შვიდ ადამიანს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა, 386 პატიმარი კი სრულიად გაათავისუფლეს. მათ შორის 37 ქალია და არ არიან არასრულწლოვნები. შაბათს ზუტად 15.00 საათზე გამოვიდნენ შეწყალებულები და გათავისუფლებულები.

ამას გარდა, ოთხი პატიმარი აღდგომაზე „სასეირნოდ" გამოუშვეს. მათ თავდებში პრობაციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ჩაუდგა. ამ ადმიანებმა, თავიანთ ოჯახებში სამი დღე გაატარეს, რასაც ხელი უნდა შეეწყო მათი რაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან რეინტეგრაციისათვის. ეს სიახლე გასულ წელს შემოიღეს, როდესაც პარლამენტმა შესაბამისი შესწორებები შეიტანა „პატიმრობის შესახებ" კანონში და შეარბილა პატიმარობის პირობები.

„ციხის საკითხები" მწვავე სწორედ პოსტრევოლუციურ საქართველოში გახდა, როდესაც ხელისუფლებაში ანტიკორუფციული მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. სახელმწიფო სტრუქტურებში წესრიგის დამყარებამ და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშების გასწორებამ, პატიმართა რაოდენობა 5 ათასიდან - 21 ათას ადამიანამდე გაზარდა. შედეგად, კამერები გადავსებული აღმოჩნდა და მათში საჯელმოხდილი ადამიანები, ახალ უკვე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში იგებენ საქმეებს, არადამიანური მოპყრობისთვის.

გასულ გაზაფხულს, სტრასბურგელმა მოსამართლეებმა საქართველოს ხელისუფლებას 62 ათას ევროზ მეტის გადახდა დააკისრა ტელეკომპანია „202"-ის ყოფილი ხელმძღვანელებისთვის- შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე. ისინი დეპუტატისთვის ფულის გამოძალვის გამო დააპატიმრეს. მაგრამ კომპენსაცია მათ არასწორი ბრალდების გამო კი არ ერგოთ, არამედ არაადამიანურ პირობებში პატიმრობის ვადის მოხდისთვის.

მაგალითად, რუსთავის ციხეში საწოლი ადგილების მწვავე უკმარისობაა და ადამიანები იძულებულნი არიან რიგრიგობით დაიძინონ. სერიზოული პრობლემებია კვებასთან და პირადი ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებითაც. ამის შესახებ თავად ერთერთი თოქ-შოუს წამყვანად მიწვეული რამიშვილი ყვებოდა. მისი თქმით, საშხაპე ციხეში დღეგამოშვებით მუშაობს, ვინაიდან ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, დაწესებულებას გაზისა და წყლის სერიზული დავალინება აქვს. ამიტომაც სახლში შვებულებები პატიმრებს მხოლოდ რესოციალიზაციისთვის კი არა, ჰიგიენური თვალსაზრისითაც სჭირდებათ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100