RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის

07.04.2010  |  23:38

5752.jpegამერიკა აგრძელებს საქართველოს დახმარებას სამხედრო სფეროში. ამჯერად ვაშინგტონმა თბილისს 8 მილიონზე მეტი დოლარო გამოუყო ავღანეთში მყოფი ქარტული დანაყოფის შენახვისთვის. უნებურად ჩნდება კითხვა: ძალიან ძვირი ხომ არ უჯდება ამერიკას 170 ქართველი სამშვიდობოს შენახვა ქაბულში?

ამერიკამ საქართველოს, ლიტვას, ლატვიას, ხორვატიას,ესტონეთს და უნგრეთს დახმარებები გადასცა. "წახალისების" საერთო რაოდენობამ შეადგინა 50 მილიონი დოლარი, საიდანაც 8 მილიონზე მეტი ერგებათ 170 ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც ნოემბერში როტის შემადგენლობაში პირველები წავიდნენ ავღანეთში.

ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომლოს რიკ ნელსონის თქმით, პენტაგონი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს პარტნიორების დახმარებას. "სახსრების გამოყოფა ქრთამი არ არის,- აცხადებდა ის.- ჩვენ ვეხმარებით ალიანსის იმ წევრებს, რომლებსაც არ ყოფნით საკუთარი სახსრები მიზნის მისაღწევად".

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ არის ნატოს წევრი. უფრო მეტიც, მათემატიკური გათვლებით გამოდის, რომ ავღანეთში მყოფ ყოველ ქართველზე მოდის 50 000 დოლარზე მეტი. ძალიან ძვირი ხომ არ უჯდება ამერიკას ქართველი სამშვიდობოები?

გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ხარჯვა აიხსნას ობამას შიდაპოლიტიკური კრიტიკით. როგორც ჩანს, ახლა ამერიკისთვის უფრო მომგებიანია "წაახალისოს" პარტნიორი ქვეყნების სამხედროები, ვიდრე ქაბულში თავისი ჯარისკაცები გააგზავნოს.

სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ლიდერმა განაცხადა: "ავღანეთში ჩვენ ვზრდით ჩვენი სამხედრო მსახურების რიცხვს და ვავარჯიშებთ ავღანურ უსაფრთხოების ძალებს იმისთვის, რომ მათ შეძლონ სიტუაციის კონტროლირება 2001 წლის ივლისში, ჩვენმა ჯარმა კი შეძლოს სახლში დაბრუნება". ამასთანავე, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთის ომში მონაწილე ქვეყნებს რთული ომი ელით.

რაც შეეხება საქართველოს, ავღანეთი მისთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი. რესპუბლიკას მანამდეც მიუღია მოანწილეობა ამ ქვეყანაში ჩატარებულ ოპერაციაში - 2004 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იქ მსახურობდა 50 ქართველი სამხედრო. 2007 წლის ივნისში საქართველო კვლავ შეიტანა განაცხადი ნატოში ავღანეთში თავისი კონტიგენტის გაგზავნის წინადადებით. ეს წინადადება მიიღეს ალიანსის სამიტზე ბუქარესტში 2008 წლის აპრილში, ხოლო 2009 წლის ზაფხულში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე გეგმავს ავღანეთში თავისი სამშვიდობოების გაგზავნას.

გასულ შემოდგომაზე საქართველოში ჩავიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებმაც წვრთნები ჩაუტარეს ქართული ჯარის 750 წევრს, რათა ისინი მოემზადებინათ ავღანეთში ჩასატარებელი ოპერაციებისთვის. მეზღვაურები ასწავლიდნენ შეიარაღებული ძალების მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონს, რომელიც ქუთაისში არის დისლოცირებული. სწორედ ამ ბატალიონის ჯარისკაცები წავიდნენ ნოემბერში პირველები ავღანეთში. ფრანგულ კონტიგენტში შემავალი გაძლიერებული როტა ქაბულის სიახლოვს განთავსდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100