RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილმა კანდელაკიც ჯაშუშებს მიაწერა?

07.04.2010  |  23:41

5754.jpegახლანდელი ქართული რეჟიმი, როგორც ჩანს, სერიოზულად არის შეპყრობილი რუსეთში მცხოვრები ქართველი ჯაშუშების პოვნის სურვილით. გასულ შაბათ-კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ტელეწამყვანს თინა კანდელაკს გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისას. "მე მიმახვედრეს, რომ ჩემი ვიზიტი არც ისე სასურველი იყო",- თქვა მან. ახლა რუსეთის ახალგამომცხვარმა "აგენტმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადადოს სამშობლოში ჩასვლა ზაფხულამდე იმ იმედით, რომ დაბრუნდება "თავისუფალ საქართველოში".

თინა კანდელაკის თქმით, მას არასოდეს უფიქრია პრეზიდენტის ნებართვის აუცილებლობაზე სამშობლოში ჩასვლისთვის. "აქამდე რუსეთში ქართველ კაცებზე ლეგენდები დადიოდა, სააკაშვილმა კი ყველა მითი გააქარწყლა",- თქვა მან და პრეზიდენტს "არასპორტული და არასექსუალური" უწოდა.

ტელეწამყვანმა გამოთქვა იმედი, რომ ზაფხულში ჩამოვა სააკაშვილისგან თავისუფალ ქვეყანაში. "ქართული საზოგადოება სერიოზულად ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, პრეზიდენტს კი რუსეთის სახით "მტრის ხატი" სჭირდება",- თქვა მან.

როგორც ცნობილია, კანდელაკი არასოდეს უჭერდა მხარს სააკაშვილს და ხშირად გამოთქვამდა ნეგატიურ აზრებს მისი საქმინობის შსახებ. ჯერ კიდევ 2007 წელს, თბილისში ოპოზიციის დარბევის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც დემოკრატიის მაცნედ ითვლებოდა, აღმოჩნდა "შუასაკუნეების ტირანი". უფრო მეტიც, ტელეწამყვანა მაშინ მთელ მსოფლიოში მყოფ ქართველებს მოუწოდა ყურადღება მიექციათ თბილისში მიმდინარე მოვლენებისთვის და შეეჩერებინათ სააკაშვილი.

კიდევ უფრო დიდი კრიტიკით მიმართა კანდელაკმა საქართველოს პრეზიდენტს 2008 წლის აგვისტოში. "ჩვენ ყოველთვის ყველაზე მშვიდობიანი ხალხი ვიყავით კავკასიაში და დღემდე ასეთებად ვრჩებით, მაგრამ ნუთუ ჩვენ ვართ იმაში დამნაშავე, რომ ღმერთმა ისეთი პრეზიდენტი მოგვივლინა, რომელმაც ომი დაიწყო არა მხოლოდ ოსეთთან, არამედ საკუთარ ხალხთანაც?!",- წერდა კანდელაკი თავის ბლოგზე.

ამასთანავე ტელეწამყვანი ნაწილობრივ იმაზეც საუბრობდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის უფრო ახლობელია ვიდრე ამერიკა, რომელთან დაახლოვებასაც ცდილობს სააკაშვილი. "თუკი ჩვენ გვსურს ბედნიერად ცხოვრება, უნდა მოვნახოთ საერთო რუსეთთან და ეს ყველას ესმის, საქართველოს პრეზიდენტის გარდა. ამერიკისთვის ჩვენ მხოლოდ პატარა ქვეყანა ვართ, სადაც მას თავისი სამხედრო ბაზების განთავსება შეუძლია".

შეიძლება, ვინმესთვის გულახდილობა აღმოჩნდა აღმოსავლელი ლამაზმანი შარინის ისტორია, რომელიც თინა კანდელაჯმა ჟურნალი "რუსი პიონერის" გვერდებზე გამოაქვეყნა. მის მონათხრობში საუბარი იყო შარინისა და ახალგაზრდა სააკაშვილის შეხვედრაზე, რომელის მაშინ დეპუტატი იყო და ხარობდა საქართველოს დამოუკიდებლობით, როდესაც საუბრობდა, რომ მისი დიდება მხოლოდ მაშინ დადგებოდა, როდესაც იმპერია დაეცემოდა და საუბრობა თბილისის სრულუფლებიანობაზე მსოფლიო არენაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100