RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქარიშხლოვანი“ გაფრთხილება გააკეთა

07.04.2010  |  23:42

5755.jpegრუსეთი, საქართველოს საზღვაო სივრცეში შეიჭრა და საფრთხე შეუქმნა მას. ასეთი კომენტარი გაუკეთეს თბილისში, რუსული კატერის აფხზეთის წყლებიდან საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ წყლებში გადასვლას. როგორც ჩანს, უცხოური გემების აფხაზეთის ნაპირებთან დასწრებას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა უკვე შეეჩვია. მაგრამ მაინც ვერ შეეგუა, რადგანაც საკუთარ ნოტაზე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისგან რეაქციას მიაღწია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი ძალებით შეუდგა დავას შავ ზღვაში, რუსული კატერების გამო. მათი აფხაზურ წყლებში დასწრება უკვე დიდი ხანია სიახლე აღარ არის. თუმცა ამჯერად მათ იმის თავხედობაც ეყოთ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეცურათ. ამის გამო უკიდურესი აღშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ.

„რუსული სამხედრო კატერის მანევრირება სოფელ განმუხურთან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან ამგვარი ქმედებები პროვოკაციულია",- განაცხადა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. მისი სიტყვების უკან, არც თუ ისე ეშმაკური სცენარი იმალებოდა: საქართველოს სამხედრო პასუხი იმაზე, რაც რუსეთის მხრიდან „შემოჭრად" მოჩვენათ და აგრესიის დაწყებაში რუსეთის დადანაშაულება.

მართალია კალანდაძემ კი ახსენა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნა, მაგრამ უმალ დაამატა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია „ამ ეტაპზე" არ არის მოსალოდნელი.

ამასობაში ინციდენტამდე ორი დღით ადრე Washington Times-მა საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას შეხედულებეი გამოაქვეყნა, რომელმაც საწინააღმდეგო შეფასება მისცა რუსულ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი აზრით, მოსკოვსა და დაღესტანში მოხდარი ტერაქტების შემდეგ, რუსეთმა შეიძლება წამოიწყოს ომი.

ამგვარმა სენტენციებმა ბოკერიას მხრიდან ნამდვილედ არ უნდა გაგვაოცოს. ის „თავისუფლების ინსტიტუტის" ერთერთი დამფუძნებელია, სადაც სსრკ-ს ნოსტალგიისაგან და რუს ხალხათან მართლმადიდებლური ერთიანობის შეგრძნებისგან თვისუფალი „ახალი საქართველოს" კადრები იწრთობა. ამერიკელების დაფინანსებაზე მყოფი ამ ორგანიზაციის მთელი მოღვაწეობა, საქართველოსა და რუსეთის განცალკევებას ემსახურება.

ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ბოკერიას გამოთქმები, ამერიკელმა ექსპერტმა სვანტ გომელმაც გაამაგრა თავის მხრივ. ის ყურადღებით მიანიშნებს რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე იარაღის შესყიდვას, ფრანგული ხომალდის „მისტრალის' მსგავსად. ამის გამო შეშფოთებას ცოტა უფრო ადრე ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც გამოთქვამდნენ. თუმცა, საკითხავია ამ განცხადებებში რა სჭარბობდა - რეალური შიში თუ რუსეთის აგრესორად წარმოჩენის სურვილი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100