RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაკანონებული დასწრება

08.04.2010  |  09:47

5757.jpegრუსეთმა დააკანონა საკუთარი მესაზღვრეების დასწრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. გუშინ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონებს, ახალგაზრდა რესპუბლიკებთან საზღვრების ერთობლივი ძალებით დაცვის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ. ცხინვალსა და სოხუმში თვლიან, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის ახალ ისტორიაში, ვინაიდან საქართველოს მხრიდან აგრესიის განმეორების შესაძლებლობა დღემდე არსებობს.

დოკუმენტებით, რომლებსაც ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა, გათვალისწინებულია, რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთს აძლევს უფლებამოსილებას დაიცვას მათი სახელმწიფო საზღვრები, რომლებზედაც ვრცელდება მათი სუვერენიტეტი, სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, იტყობინება „როსბალტი". სწორედ ამ მიზნით განისაზღვრება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო ძალების დასწრების სტატუსი და პირობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

შეთამხმების თანამხმად, რუსეთი კავკასიური რესპუბლიკების საქართველოსთან საზღვრებზე გამშვებ პუნქტებს აამოქმედებს. უფრო მეტიც, ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური დააფინანსებს ამ სამმართველოს სამხდერო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის შენახვას. თავის მხრივ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებს აძლევს უფლებას უსაზღაუროდ ისარგებლონ მიწის ნაკვეთებით და ასევე ათავისუფლებენ სასაზღვრო სამმართველოს ყოველგვარი გადასახადებისგან, საბაჟო მოსაკრებლისგან.

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი აცხადებენ, რომ შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. „დოკუმენტები მოწოდებულია სახელმწიფოების სასაზღვრო დარგში თანამშრობისათვის სახელმწიფო საზღვრების დასაცავად, ტერორიზმთან და იარაღის კონტრაბანდასთან საბრძოლველად და ასევე საზღვრებზე ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების უაკანონო გადაზიდვის აღსაკვეთათ".- აღნიშნულია დოკუმენტში. სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი მაკაროვის თქმით, მესაზღვეები არამარტო დაიცავენ საზღვრებს, არამედ შექმნიან პირობებს მშვიდობიანი შრომისა და ახლაგაზრედა რესპუბლიკების ხალხების განვითარებისათვის. „რაც უფრო მეტად დაცული იქნება სამხრეთ საზღვარი, მით უფრო თავისუფალი და ღია იქნება ჩრდილოეთის საზღვარი".- დაამატა მან.

თავის მხრივ, საქართველოს გარეპოლიტიკურმა უწყებამ, არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის შეთანხმება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ვინაიდან ამ დოკუმენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და შესაბამისად არამმოქმედადაც. თბილისში თვლიან, რომ ეს ნაბიჯი „საერთაშორისო სამართლის ნორმების ძირითადი პრინციპების უხეში დარღვეავაა" და იმედოვნებენ , რომ საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის შეფასებებს მისცემს რუსეთის ქმედებებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100