RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო კვლავ განრისხებულია

08.04.2010  |  09:51

5758.jpegთბილისმა კვალავ „ამხილა" მოსკოვი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში. ქართულ მხარეს, რუსეთის - აფხაზეთში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის განზრახვა არ მოეწონა. ახალგაზრდა ამიერკავკასიური რესპუბლიკა, თავის მხრივ იმედოვნებს, რომ სავაჭრო წარმომადგენლობის საშუალებით საგარეო ეკონომიკურ საკითხებს გადაწყვეტს და ინევსტიციებს მოიზიდავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების შექმნის და საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმების შემდეგ, რუსეთი უკვე ცდილობს რესპუბლიკებზე კონტროლი მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური განხრით კი განახორციელოს, არამედ ეკონოიკური თვალსაზრისითაც. „რუსეთის ქმედებები არაკონსტრუქციულია",- თვლიან ქართველი დიპლომატები.

ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოსთვის ჯერ კიდევ გასულ წელის შემოდგომაზე იყო ცნობილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სავაჭრო წარმომადგენლობების შექმნის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მოიწონა შესაბამისი მთავრობათაშორისი შეთანმხებები. პრემიერის სიტყვებით, სავაჭრო წარმომადგენლობების ურთიერთ დაფუძნება საგარეო ეკონომიკური კავშირების უკეთესია კოორდინაციისათვის და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. უფრო მეტიც, ეს ნაბიჯი, მსოფლიო პარქტიკით მიღებული ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველსაყოფადაა მოწოდებული.

როგორც ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ჩერნიშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს ამ საკითხის გაჯანჯლებას. მისი თქმით, სავაჭრო წარმომადგენლობები იმ ინტერნეტ რესურსებზე ინფორმაციის განთავსებაშიც დაეხმარებიან რესპუბლიკებს, რომლებიც თავად სამინისტროს განკარგულებაშია. „ჩვენ დავეხმარებით მათ სწორად აირჩიონ ინვესტორები რუსეთში და სტიმულირებას გაუწევთ ეკონომიკურ განვითარებას, ეს ძალიან კარგი ინსტიტუციონალური მხარდაჭერა იქნება",- დასძინა მან.

რამოდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა აფხაზეთში მიმდინარე წლის ბოლომდე დაარსდეს. მოსალოდნელია, რომ სავაჭრო წარმომადგენლობები იურიდიული პირის უფლებებით ისარგებლებენ და თავიანთი სახელმწიფო დპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენელ ნაწილად იქცევიან, დაარსების ადგილებზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100