RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველებს კომპიუტერს და ინგლისურს ასწავლიან

09.04.2010  |  10:57

5771.jpegკომპიუტერები სახელმძღვანელოების ნაცვლად - ასეთი ნოუ-ჰაი შესთავაზა სააკაშვილმა ხალხს, როდესაც მორიგი სიტყვა წარმოთქვა ქართული განათლების მოდერნიზაციაზე. აქამდე სიახლეებს მხოლოდ თავის ტკივილი მოჰქონდა პედაგოგებისთვის. მაგრამ ამჯერად მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი სკოლებით არ შემოფარგლულა, ის აპირებს იძულებით მოახდინოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სკოლების კომპიუტერიზაცია.

მიხეილ სააკაშვილი წინ წასული პრეზიდენტია. სწავლობდა ამერიკაში, მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქე ჰყავს, ოჯახი კი -მრავალეროვანი. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება მოეკიდა ხელი დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობისთვის კავკასიაში, სადაც დღემდე ძალიან ძლიერია ადგილობრივ ერებში ისტორიული ტრადიციები. თუმცა ის მზად არის დაარღვიოს ყველაფერი, რათა გახდეს ევროპისა და ამერიკის მსგავსი, რომლებიც, სხვათა შორის, სწორედ მესამე მსოფლიოს ქვეყნების რესურსების წყალობით ცხოვრობენ მდიდრულად.

საერთაშორისო ინსტიტუტი IRI-ს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის საზოგადოება არ არის მზად ინოვაციებისთვის. ამიტომაც სააკაშვილმა გადაწყვიტა მოდერნიზაცია დაეწყო ხალხის განვითარების ყველაზე დაბალი საფეხურიდან - განათლებიდან. უკვე მერამდენედ დაიწყო პრეზიდენტმა ამ სფეროს რეფორმების ინიციატივების ჩამოთვლა.

სიახლეების აზრი არის, რომ მოხდეს სკოლების სრული კომპიუტერიზაცია და გაუმჯობესდეს უცხო ენების, განსაკუთრებით კი ინგლისურის, შესწავლის ხარისხი. პირველივე კლასიდან ქართული პარალელურად ბავშვები აითვისებენ უცხ ენის გრამატიკასაც, თანაც, პედაგოგებად მოიწვევენ უცხოელებს.

უფრო მეტიც, უცხო ჩვეულებების ათვისებას პრეზიდენტი მხოლოდ ბავშვებს კი არა, ლამის ღმრმად მოხუცებულებსაც კი აიძულებს. მისი თქმით, ინგლისურ ენოვანი ფილმები ეთერში დუბლირების გარეშე უნდა გავიდეს. თარგმანის წაკითხვა მხოლოდ სუბტიტრებით იქნება შესაძლებელი.

ამ იდეამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრი გიორგი ხაჩიძეც მოხიბლა. მან სზოგადოებრი ტელევიზიას შესთავაზა ინგლისური ენის ტელე-გაკვეთილების გაკეთება. სააკაშვილმა კი უპასუხა, რომ ფილმები უფრო ეფექტური იქნება.

კომპიუტერებს კი პრეზიდენტი მოსწავლეებს პირველივე კლასიდან აჩუქებს. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი კომპიუტერები, არამედ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი და მათში ჩატვირთული იქნება განათლების მისაღებად საჭირო პროგრამები. შეიძლება, იგულისხმებოდა ნახევრად სათამაშო გამომთვლელი მანქანების ყიდვა. როგორც სააკაშვილმა დაახასიათა, „ეს არის ძალიან კარგი კომპიუტერი, რომელიც წყალში არ იძირება და ადვილად არ ტყდება". იაფი და უვნებელია.

თავიდან ეს სიახლე შეეხება ქვეყნის ტურისტულ ცენტრებს, შემდეგ კი სხვა დასახლებულ პუნქტებზეც გადავა. მაგრამ „მთელი დანარჩენი საქართველო", როგორც ახლა საქართველოში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს უწოდებენ,- არ არის ამბიციების საზღვარი ქართველი პოლიტიკოსებისთვის. ხელისუფლება მტკიცედ აპირებს, რომ ეს განათლება ოსებამდე და აფხზებამდეც მიიტანოს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100