RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი გარანტიებს იძლევა

09.04.2010  |  11:00

5772.jpegდღეს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრებმა სნატოლი სერდიუკოვმა და იური ტანაევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ბაზას სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებების წინააღმდეგაც. ამასობაში საქართველოში განაცხადეს, რომთბილისი შეეცდება დაარწმუნოს მხოფლიოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარონ „ოკუპირებულ ქართულ მიწებად".

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის თქმით, დღევანდელი დ|ღიდან იცვლება რესპუბლიკაში რუსი სამხედროების ყოფნის სტატუსი. „რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი სამხრეთ ოსეთის დაცვის სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს",- თქვა მან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის საზრვარზე კვლავ რთულ ვითარებაა, რადგანაც კვლავ არსებობს საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების საფრთხე.

თავის მხრივ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იუტი ტანაევმა მადლობა გადაუხადა რუსეთს ყურადღებისთვის. „ეს შეთანხმება ჩვენპროქი ქვეყნის აყვავების გარანტიას იძლევა",- განაცხადა მინისტრმა.

ეს პროექტი რუსეთმა მარტში წარადგინა. დოკუმენტი ითვალისწინება ბაზის შემადგენლობისა და მათი ოჯახების სტატუსებს, ასევე მიწის ნაკვეთებისა და სხვა ქონების გამოყენების პირობებს.

ხელისუფლების წინადადებას დათანხმდა დიმიტრი მედვედევი. მან თავდაცვის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით დაავალა სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების წარმოება და რუსეთის სახელით შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა.

როგორც ცნობილია ცხინვალმა მოსკოვს მიმართა რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების თხოვნით ხუთდღიანი ომის დასრულებისთანავე. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ამას აუცილებლად მიიჩნევდა ოსების გენოციდის თავიდან აცილების მიზნით.

პირველად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრობაზის მშენებლობის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, ასეთი ნაბიჯისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შემდეგ.

შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ბაზის ასაშენებლად ბიუჯეტიდან საჭიროა 5-6 მილიარდი რუბლის გამოყოფა. ასეთი თანხების აუცილებლობა ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ რესპუბლიკაში, ყველაფრის გაკეთება ნულიდან იყო საჭირო. ყაზარმებისა და ტექნიკის პარკების გარდა, გაყავდათ კომუნიკაციები და გზები. ამ უკანასკნელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ხელმძღვანელობას არც ისე მოსწონდა ის ფაქტი, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ როკის გვირაბი აკავშირებს. სამხედროების აზრით, საჭიროა მიმოსვლის სათადარიგო გზა. გვირაბის ბლოკადის შემთხვევაში რომ ჯარი ხაფანგში არ აღმოჩნდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100