RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული რეფორმების შურით

12.04.2010  |  10:34

5780.jpegრუსეთში ფარული აღფრთოვანებით უყურებენ ქართულ რეფორმებს, ვარაუდობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თუმცა, თუკი ამერიკიდან მართულ და ნაწილებად დაშლილ ქვეყანაში რაიმე იზიდავს ჩრდილოელ მეზობელს, ეს არის მზიანი ამინდი, ზღვა და ორიგინალური სამზარეულო.

ადამიანმა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის საყრდენად მიიჩნევე, განაცხადა, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის არ დასრულებულა არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით. სულ ტყუილად ცდილობენ ქართველი პრეზიდენტი და "მშვიდობიანი" მინისტრები მათთან მცხოვრები ერების ნდობის მოპოვებას. როდესაც ხელისუფლებაში მერაბიშვილისნაირი ხალხია, მშვიდობიანი ცხოვრების იმედი არავის აქვს.

დასაფიქრებელი ბევრი რამ არის, განსაკუთრებით თუკი დავუირისპირებთ ამ სიტყვებს ვანო მერაბიშვილს მონათხრობს ერთი ჩეჩენის შესახებ, რომელმაც დაადასტურა საქართველოს მიერ ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტებისთვის ხელის შეწყობა.

თუმცა ეს ფაქტი ინტერვიუში არ გაჟღერებულა, აი მსოფლიო ფრონტზე გამარჯვების შესახებ კი მერაბიშვილმა ღიად ისაუბრა: "სანამ რუსეთში ისაუბრებენ, რომ საქართველოში კარგი რეფორმები ტარდება, ჩვენ გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ რეფორმები და დემოკრატია ერთი და იგივეა და იმიტომ, რომ რუსეთში ისინი არ არსებობს".

კავკასიის ქედის გამო ალბათ, ცუდად ჩანს და თუკი ისმის რამე, ალბათ ეს მხოლოდ რაიმე ლიბერალური ექოა, მაგალითად იულია ლატინინასი. ის მართლაც გაოცებულია შსს-ს გამჭვირვალობით როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ახალი შენობა ხომ შუშით არის ნაშენები. პატრული ქრთამს აღარ იღებს, ვინც მაინც აბედავს - იჭერენ და ციხეში სვამენ.

ამ ყველაფერსაც "დემოკრატიულად" მიაღწიეს. ათი ათასობით ადამიანი 4 მილიონიან ქვეყანაში გაათავისუფლეს სახმსახურებიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოთხჯერ მეტი ხალხი დაზარალდა, ვისაც ისინი არჩენდნენ. პატრულის რიგებში აიყვანეს ახალგაზრდა და თეორიულად ნაკლებად მომთხოვნი ხალხი. თუმცა მათ მაინც უთვალთვალებს კამერები და 50 დოლარიანი ქრთამისთვის ათ წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

არ გაგონებთ სტალინისეულ მეთოდებს? ისიც კორუფციის წინააღმდეგი იყო. და თუკი ვანო მერაბიშვილი სტალინის ძეგლის დანგრევას მოითხოვს გორში ეს, ალბათ, იმირომ, რომ ამ მოღვაწის ავტორიტეტმა არ დაჩრდილოს სააკაშვილის მარჯვენა ხელი.

საქართველოში უთვალთვალებენ ყველას და აპატიმრებენ ყველას, პატრულებიდან უფროსებამდე. გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს თბილისის პროკურორი ზვიად სალია. ამ წლის მარტში კი სასაზღვერე პოლიციის ორი მაღალჩინოსანიც დააკავეს. როგორც ცოტა ხნის წინ სიამაყით განაცხადა მერაბიშვილმა, ქვეყანაში პატიმართა რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა - 5-დან 20 ათასამდე და ეს სულაც არ არის საზღვარი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100