RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დეზერტირობიდან დევნილობამდე

12.04.2010  |  10:35

5781.jpegრუსეთში დეზერტირობა სამარრცხვინო და სახიფათოა. საქართველოში, პირიქით - სასიამოვნო და კომფორტული, განსაკუთრებით თუკი რუსული ჯარიდან წახვალთ. პირველმა დეზერტირობიდან დევნილობამდე გზა სერჟანტმა საშა გლუხოვმა გაიარა. მას დიმა არტიომოვი და ვიტალი ხრიპულინი მიყვნენ. ამ უკანასკნელს ახლახან მისცეს დევნილის სტატუსი.

აი კიდევ ერთი რუსი დაისვეს კისერზე ქართველებმა. ახლა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ვიტალი ხრიპულინის კვებაზე, ცხოვრებაზე და მუშაობაზე. გეგონება, თავისი დევნილები, განსაკუთრებით კი პირველი ტალღის, უკვე დააბინავეს. თუმცა, ისინი, უმადურები, მაინც ითხოვენ რაღაცეებს. საქართველოში უამრავი ვაკანსიაა, თუმცა რატომღაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 16 პროცენტი უმუშევრად ყოფნას ამჯობინებს.

რით დაიმსახურა ასეთი ყურადღება რუსმა სამხედრომ? სამხრეთ ოსეთში სამსახურიდან წავიდა 20 დეკემბერს, მთვრალი, ტაბელური იარაღით. თავიდან თქვა, რომ მას ცუდად ექცეოდნენ, ამცირებდნენ, შემდეგ კი თავი პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა.

რადგანაც ხრიპუნი კონტრაქტით მსახურობდა არავის შეუშლია მისთვის ხელი უბრალოდ სამსახურიდან წასულიყო. ეს ხომ დიმიტრი არტიომოვი არ იყო, რომელიც იძულებით იყო ჯარში. თუმცა, ყველა ბრალდება ჯარისკაცების დამცირებისა და ცუდად მოპყრობისა სოფელ სინაგურში, საიდანაც ორივე დეზერტირი გამოიქცა, მოგვიანებით გაიფანტა. სასაზღვრე სამსახურის მაიორმა ვიქტორ იამიკჩუკმა ჟურნალისტებს აუღწერა, თუ როგორ კარგად არის მოწყობილი შენობები. მისი მონაცემებით , იმ ნაწილში დიდი ხანია უკვე გაწვეულები აღარ მსახურობენ, მხოლოდ სერჟანტები, "ასაკოვანი ხალხია, ზოგი ორმოცსაც გადაცილებული". რომელ ძალადობაზეა საუბარი?

რომ ავიღოთ მეორე ვერსია და ვივარაუდოთ, რომ ხრიპუნს რუსეთი არ მოსწონდა, მაშინ მას შეეძლო ლეგალურად ემიგრირება. როგორც ჩანს, მის სკანდალურ საქციელს სხვა მიზეზი ჰქონდა. მათ შესახებ განაცხადა სასაზღვრო სამსახურის პოლკოვნიკმა დიმიტრი ჩიკიროვმა. მისი მონაცემებით, ხრიპუნიც და არტიომოვიც გაქცევამდე ეკონტაქტებოდნენ სამართალდამცავს პერევის რაიონიდან და ალბათ, სწორედ ამ ადამიანმა მოახდინა მათი პროვოცირება.

"სწორედ მასთან კონტაქტის შემდეგ ჩვენს ჯარისკაცს ღამის ხედვის მოწყობილობა დაეკარგა, რომელიც დღემდე ვერ გვიპოვნია. ჩვენ იმ ვერსიასაც ვიხილავდით, რომ სწორედ ამ მოწყობილობის ძებნისას აღმოჩნდა ხრიპუნი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა სოფელში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცი გამოივალ სიტუაციაში აღმოჩნდა",- ამართლებს ხრიპუნს უფროსი. შეიძლება ციხით ან სიკვდილით დამუქრებოდნენ. ხრიპუნი ხომ გმირი არ არის, ის უბრალოდ მოკვდავია, ამიტომაც რუსეთის ღალატი საუკეთესო გამოსავალი იყო.

ჩიკიროვის თქმით, ქართულ სპეცსამსახურებს შეეშალათ: ისინი ეძებდნენ მუდმივ მსახურს, ეს კი კონტრაქტით მომუშავე აღმოჩნდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100