მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
პოლიტიკა, როგორც ნაციონალური ჰობი
12.04.2010 | 10:39ადგილობრივი არჩევნების დრო ულმობლად ახლოვდება. საქართველოს წინასაარჩევნო ციებცხელება აქვს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ მზიან ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობითაა განთქმული, ამჟამად ყველა პოლიტიკითაა დაკავებული. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას კვალდაკვალ, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში, ახლა პოლიტიკაში წასვლის სურვილი ფეხბურთელმა კახა კალაძემაც გამოთქვა. მაგრამ, საზოგადოების ტოტალური პოლიტიზაცია კარგს არაფერს უქადის ქვეყანას. რადგან ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 36 პარტია, სახელსიუფლებო პარტია უკვე აცხადებს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
საზოგადოების პოლიტიზაციამ იმდენად მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომ ჟურნალისტები, სპორტსმენები და ხელოვანი ინტელიგენცია პოლიტიკაში ჩათრეულნი აღმოჩნდნენ. შარშანდელი საპროტესტო აქციებისას ხელოვნების მოღვაწეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მიტინგებში და საზოგადოება გააოცეს კიდეც თეატრალიზებული მანიფესტაციებით და იმპროვიზირებული გალია-საკნებით. თუმცა, ამგვარმა მიდგომამაც ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
დიდ იმედებს ამყარებდნენ ახლანდელ არჩევნებზეც. მაგრამ, ვინაიდან მრავალი თვის განმავლობაში (სამართლიანი იქნება თუ კი ვიტყვით, რომ მრავალი წლის განმავლობაშიც - ავტორი.)ოპოზიციამ ვერაფრით ვერ შეძლო გაერთიანება და ურთიერთ შეთანხმების მიღწევა, ექსპერტები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლების ოპონენტებს მორიგ დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ. მაგალითად, „ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას, სოციოლოგიური კომპანიის IRI-ის მონაცემებით, დღესდღეისობით 11 პროცენტი აქვს რეიტინგი, როდესაც რამოდენიმე თვის წინ მისი მხარდაჭერის რეიტინგი 15 პროცენტს აღემატებოდა. ამჟამინდელი მერის გიგი უგულავას რეიტინგი კი, რომელსაც არჩევნებზე სახელსიუფლებო პარტია უჭერს მხარს, 46 პროცენტს შეადგენს.
სახელისუფლებო პარტია არ ფარავს იმას, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თვლის, რომ ოპოზიციას არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსები. ამის შესახებ განცხადება მან რუსულ გაზეთ „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი სიტყვებით, მმართველ პარტიას ბევრად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, შესაბამისად ოპოზიციას არ აქვს გამარჯვების შანსები. „თბილისში ჩვენ 64 პროცენტი გვიჭერს მხარს. მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება სადაც მმართველ პარტიას დედაქალაქში ესოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ ასეთი კარგები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ საკუთარი ჭეშმარიტი სახე წარმოაჩინა".- განაცხადა მერაბიშვილმა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info