RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

შსს-ს ხელმძღვანელმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას

12.04.2010  |  10:47

5784.jpeg9 აპრილი - 1989 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ქუჩის საპროტესტო აქციის ჩახშობის შემდეგ, ტრადიციულად მნიშვნელოვანი დღეა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. იმ მოვლენების წლისთავი, ახლა დაძაბულ სიტუაციაში აღინიშნება, რომელიც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირადად საქართველოს შსს-ს მინისტრმა გამოიწვია.

„ქართული სახელმწიფოებრიობის ხელრხემალმა", მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საყრდენმა და იმედმა, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების ერთიანი უწყების ხელმძღვანელმა ვანო მერაბიშვილმა სკანდალური ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთ „კომერსანტს". მან ოპოზიციას არჩევნებში დამარცხება აღუთქვა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჯაშუშური არსი „ამხილა". 2008 წლის ომის და არმიის შეიარაღების მეთოდების ახალი დეტალების გამოაშკარავებასთან ერთად, მისმა რეპლიკებმა საპარლამენტო და რადიკალური ოპოზიციის ნეგატიური ემოციების ქარიშხალი გამოიწვია. პირველნი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვენ, მეორენი ( რადიკალური ოპოზიცია) კი მინისტრს და მთავრობას - ყირგიზული სცენარით ემუქრება.

ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა ჩატარდეს, თვლის საპარლამენტო ოპოზიციის უმცირესობის წარმომადგენელი, პარტია „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია. მისი სიტყვებით, მერაბიშვილმა ისეთი ფაქტები ახსენა, რომელთა განხილვაც საიდუმლოდაა საჭირო.

ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე განსაკუთრებულად აღაშფოთა ფრაზამ იმის შესახებ, რომ საქართველოში კანონები იცვლება, თუ კი ისინი მთავრობის გეგმებს ეწინააღმდეგება და მინისტრის აზრით, ესეიგი ხალხის ინტერესებსაც. სიმართლე რომ ითქვას ეს მერაბიშვილის ინტერვიუმდეც იყო ცნობილი. მხოლოდ იმის გახსენებაც საკმარისია, თუ როგორ დააკანონეს პლასტიკური ტყვიების გამოყენება და საარჩევნო კოდექსის მათთვის ხელსაყრელი ცვლილებები.

მაგრამ, რატომღაც დეპუტატი სულაც არ აღაშფოთა მერაბიშვილის ნათქვამმა, რომ თარგამაძე რუს სამხედროებს 50-ათასი დოლარის ოდენობის ქრთამს სთავაზობდა გორში სტალინის ძეგლის გასანადგურებლად. როგორც ჩანს ამაყობს საკუთარი საზრიანობით.

სამაგიეროდ ამ ფაქტმა არასახუმარაოდ აღაშფოთა ოპოზიციური-„ დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ამ ძეგლის გარშემო ხომ, საცხოვრებელი სახლებია, რომლებიდანაც მოქალაქეების არ ყოფილან ევაკუირებული. თაგამაძე მათი სიკვდილის ხარჯების დაფარვას აპირებდა. ბურჯანაძე გენერალური პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს მერაბიშვილისა და თარგამაძის წინააღმდეგ, რომლებიც ფაქტიურად „საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას" ლამობდნენ.

ამგვარი საქციელი აშკარად არანორმალურია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და ექს-სპიკერმა მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება სწრაფად მოიცილობ ისინი თავიდან, „საწინააღმდეგო შემთხვევაში ქვეყანა მუდმივად შიშის ქვეშ და მუდმივი შიზოფრენიის მდგომარეობაში იქნება".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100