RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თეთრი დინება: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

13.04.2010  |  20:59

5801.jpegაზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი ხვალ ბუქარესტში ბუნებრივი აირის დარგში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. სამმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები მათ შორის უკვე არსებობს, ასე რომ წინ მხოლოდ ფორმალური მხარეღაა მოსაგვარებელი. აზერბაიჯანი ორი ქარხნის საშუალებით მიიღებს შესაძლებლობას გაზარდოს გაზის ექსპორტი მისი დაწნეხვისა და შემდგომ იგივე მდგომარეობაში გადასაყვანად, ევროპაში რეალიზებისათვის.

აზერბაიჯანმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ოთხჯერ გაზარდა ნავთობისა და გაზის მოპოვება, თუმცა კი ეს მაჩვენებელი გარკვეულ წილად დასწია კრიზისულმა 2009 წელმა. შესაბამისად , ის ნახშირწყალბადის ექსპორტის გზების გაფართოებას საჭიროებს. ამით აიხსნება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „ყოვლისმომცველობა", რომლებიც მზად არიან გაზი რუსულ პროექტ „სამხრეთ დინებასაც" მისცენ და ევროპულ Nabucco-ოსაც. ეკონომიკური მიზანშეწონილობის გარდა, ბაქომ შესაძლოა პოლიტიკური მოგებაც ნახოს საკუთარი მრავალვექტორულობისგან, როდესაც განცხადებებს საკუთარ პრიორიტეტებზე ბრიუსელთან და მოსკოვთან ურთიერთობების მდგომარეობიდან გამომდინარე აკეთებს.

აზერბაიჯანული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, კვლავ რუსეთია. მან ამ წლის პირველ კვარტალში 172 მილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირი შეისყიდა. საქართველო დიდად არ ჩამორჩა ამ ციფრს: დაახლოებით 169 მილიონი კუბომეტრი მას მიჰყიდეს, დაახლოებით 80 მილიონი - ირანის ნახიჩევანის რესპუბლიკას. ამას გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი ტრანზიტული მილსადენი გადის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, რომლშიც კვარტლის განმავლოაში დახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი კუბომეტრი აირი გაედიება.

ახლა ექსპორტის ამ მარშრუტებს, მემორანდუმის რეალიზების შემთხვევაში რუმინეთში ბუნებრივი აირის გატანაც დაემატება. აზერბაიჯანიდან შავი ზღვის ნაპირების გასწვრივ აშენდება მილსადენი. ქართული სუფსის რაიონში, ფოთში ან ყულევში იგეგმება ბუნებრივი აირის შესაკუმში ქარხნის აშენება. ყულევის სასარგებლოდ გამოვიდა 2009 წლის ბოლოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი. კომპანია ამ პორტში LNG-ტერმინალის აშენებას აპირებს და იქვე შეუძლია განათავსოს კიდევ ერთი საწარმო რომელიც ბუნებრივ აირს გაათხევადებს. შემდგომ უკვე ტანკერებით იქნება შესაძლებელი გაზის გადაზიდვა რუმინეთში. იქ ის უკუპროცესს გაივლის დაპროექტებულ ქარხანაში და ჩვეულებრივი სახით გაუშვებენ მას მილებში ევროპისაკენ. წინასწარი შეფასებებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 4-6 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ გზას, ანუ „თეთრი დინების" პროექტს უკრაინულ ტერმინალებზე გასვლის ვარიანტი ედო საფუძვლად, რომელიც სიტემური იყო გაერთიანება სუამისთვის. მხოლოდ, ტანკერების ნაცვლად მილსადენის აშენება იყო ნავარაუდევი. უკრაინის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ბლოკიცა და პროექტიც გაიყინა და როგორც ჩანს, დიდიხნით. მაგრამ, როგორც ვხედავთ თავად იდეა კვლავ ცოცხლობს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100