RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კაჩინსკი საქართველოს გულისთვის რისკავდა

13.04.2010  |  21:08

5804.jpegსაქართველოს გმირის წოდება პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ნამდვილად დაიმსახურა. სმოლენსკში ავიაკტასტროფის დროს დაღუპულ პოლიტიკოსს არაერთხელ გაურისკავს სიცოცხლე ქართულ-პოლონური მეგობრობის სანაცვლოდ. სამხრეთ ოსეთის ომის დროს მას თბილისში ჩაფრენის არ შეეშინდა, შემდეგ კი უნებურად მოყვა მისი კორტეჟის დაცხრილვის ინსცენირებაში, შემდეგ კი ტელეარხ "იმედის" მოდელირებულ გადაცემაში თვითმფრინავის აფეთქების მსხვერპლი გახდა. საბოლოოდ, კი მართლაც დაიღუპა საბჭოთა ხლეისუფლების კატინის დანაშაულის ოფიციალურ განხილვაზე მგზავრობისას.

საქართველოში დარდობენ ავაიკატასტრფის შედეგად დაღუპული 96 ადამიანის გამო. მათ შორის იყვნენ პოლონეთის მაღალჩინოსნები და პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მიხეილ სააკაშვილის აღიარებით, ის მისთვის იყო მეგობარი, რომელსაც უბრალოდ სახელით მიმართავდა. ის იყო "ძალიან გაბედული ადამიანი, ადამიანი დიდი გულით და ადამიანური პრინციპებით", განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩემთვის რომ ეკითხათ, ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და საქართველოსთვის მომავლისთვის, ამ სიაში ყველაზე პირველად მე კაჩინსკის დავასახელებდი და ეს არ იქნებოდა გადამეტებული. ვფიქრობ,რომ ჩემი თანამემამულეებიც იმავეს ფიქრობენ. ჩვენ ვნახეთ მისი სიმამაცე, ჩვენ ვნახეთ მისი პიროვნული სიძლიერე",- თქვა მან.

პოლონეთის ლიდერი შეყვარებული იყო საქართველოზე, იყო "თანამებრძოლი, გულშემატკივარი და მრჩეველი", აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში. თბილისისთვი კაჩინსკიმ ყველაფერი გააკეთა ევროპასთან დაახლოვების თვალსაზრისითაც, საბჭოთა წარსული გაკიცხვის საკითხშიც და რუსეთთან თანამედროვე დაპირისპირებაშიც.

11 აპრილს, ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართველებმა გლოვის დღე ჩაატარეს. პოლონეთის ლიდერა "საქართველოს ინტერესების დაცვის დროს გმირობის გამოჩენის გამო" მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.

მისი თავგანწირვის მაგალითად მოყავთ კაცინსკის ვიზიტი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. უკრაინის და ლიტვის პრეზიდენტებთან, ასევე ლატვიისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად ის თბილისში ჩავიდა რათა ოფიციალური თბილისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. მაშინ რიდეთის ჯარია ავიადარტყმებს აყენებდა ქართულ სამხედრო ობიექტებს და პოლონეთს პრეზიდენტს ურჩევდნენ, რომ თვითმფრინავით ჩასულიყო აზერბაიჯანში და იქიდან სახმელეთო გზით გაეგრძელებინა მგზავრობა. თუმცა მან უფრო სარისკო მარშრუტი აირჩია. არის ვერსია, რომ სმოლენსკშიც კაჩინსკიმ თვითმფრინავის პილოტს არ მისცა სათადარიგო აეროდრომზე დაჯდომის უფლება.

თუმცა ეს იყო კაჩინსკის გმირობების მხოლოდ დასაწყისი. 2008 წლის ნოემბერში ის სააკაშვილთან ერთად სამხრეთ ოსეთის საზღვრის ინსპექტირებაზე წავიდა და მას ცეცხლი გაუხსნენ. ქართლმა მხარემ ეს ოსების თავდასხმად გაასაღა ევროპელ სტუმარზე. თუმცა მასმედიაში გაიპარა პოლონელი სპეცსამსახურების მოხსენება იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ქართველი კოლეგების პროვოკაცია იყო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100