RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული სტრატეგია სპონსორებს ეძებს

14.04.2010  |  10:10

5808.jpegსაქართველო იმედოვნებს, რომ დაფინანსებას მიიღებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სტრატეგიის განსახირციელებლად. თბილისში, მიაჩნიათ რომ ეს დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომაც პროექტების ნაწილს გამოსასყიდად უცხოელ დონორებს მისცემენ. მოიძებნება ქართულ სტრატეგიაში „ინვესტირების" მსურველები?

რეინტეგრაციის დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, თბილსმა სტრატეგია უკვე ხუთ საერთაშორისო ორგანიზაციას გააცნო: ეუთოს, გაეროს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და ნატოს. „დოკუმენტმა დადებითი შეფასება მიიღო".- დასძინა მინისტრმა.

იაკობაშვილი იტყობინება, რომ მოქმედების გეგმის პირველი ვერსია სტრატეგიის ჩარჩოებში აპრილში იქნება მზად, მისი საბოლო ვარიანტი ივლისის ბოლოსთვის უნდა შეიმუშაონ, ხოლო სექტემბერში უკვე მისი რეალიზაცია დაიწყება. დღესდღეობით მოქმედების გეგმის დაფინასების საკითხი განიხილება. საქართველო სახსრების ნახევრი ნაწილის გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმავს, მეორე ნახევარი კი დონორების იმედად რჩება.

„ მოცემულ ეტაპზე არსაერიოზული იქნება ვისაუბროთ იმაზე, თუ რა თანხა იქნება ბიუჯეტიდან გამოყოფილი - ეს ჯერჯერობით არ არის გარკვეული. რაც შეეხება დონორებს, ჩვენ რაიმე კონკრეტული თანხის მოპოვებას არ ვცდილობთ. ჩვენ მათ კონკრეტულ პროექტებს ვთავაზობთ და ისინი თავად გადაწყვეტენ დააფინანსებენ თუ არა მათ. არის პროექტები რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო დააფინასებს, პროექტების გარკვეული ნაწილი - დონორებთან ერთობლივად განხორციელდება, რაღაც ნაწილს კი მხოლოდ დონორები აიღებენ საკუთარ თავზე".- იაკობაშვილის ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელ".

საქართველომ, ამ წლის დასაწყისში მოქმედების გეგმა შეიმუშავა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სტრატეგიის დამტკიცების ჩარჩოებში. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების კავკასიური რესპუბლიკების მაცხოვრებლებთან ურთიერთობებს მოიცავს და ასევე მასში ისეთი საკითხებია შესული, როგორებიცაა განათლება და კულტურული კავშირების განვითარება სახალხო დიპლომატიის საშუალებით. ოფიციალურ პირთა განცხადებების მიხედვით, დასახული ნაბიჯები ამ რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხების დაახლოებისათვისაა აუცილებელი. ის ისეთ საჭირბოროტო სფეროებსაც შეეხება როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოდ გადაკვეთა და ეკონომიკური ურთიერთ თანამშრომლობა.

მიუხედავად ტერიტორიული პრობლემების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების დაპირებისა, ქართულ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „მარიონეტული რეჟიმების" მიერ კონტროლირებად „ოკუპირებულ ტერიტორიებადაა" მოხსენიებული.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100