RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველებს სთხოვეს გადაწყვეტილება მიეღოთ გენოციდთან დაკავშირებით

15.04.2010  |  00:27

5817.jpegსომხებმა უკვე მერამდენედ თხოვეს საქართველოს პარლამენტს მათი გენოციდის აღიარება. საკითხი აქტუალური გახდა 24 აპრილს 95-ე წლისთავის გამო. თუმცა ქართველთა მიერ იმ მოვლენების სამართლიანად შეფასების შანსები თითქმის ნულის ტოლია. ძალიან არის დმაოკიდებული საქართველო თავის ძლიერ მეზობლებზე - თურქეთზე და აზერბაიჯანზე. უფრო სავარუდოა, რომ მათ აზერბაიჯენელების გენოციდი აღიარონ.

სომხებმა გენოციდის აღიარების თხოვნით წერილი გაუგზავნეს მიხეილ სააკაშვილს, საპარლამენტო ფრაქციებს და პარლამენტის თავმჯდომარეებს, ასევე სომხური წარმოშობის დეპუტატებს.

მიმართვის ინიციატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: სომხური საზოგადოება, თანამშრომლობის სომხური ცენტრი და სომეხ სტუდენტთა ასოციაცია.

სომხების გენოციდი მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, ასევე ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. თუმცა ყველაზე „დემოკრატიულმა" სახელმწიფომ - ამერიკამ - დღემდე ვერ მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, თუმცა 50-დან 40-მა შტატმა სომხებისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ყოველი წლის 24 აპრილს მსოფლიო თვალყურს ადევნებს, თუ რას იტყვის ამერიკის პრეზიდენტი. ჯერჯერობით ობამამ ამ გენოციდს მხოლოდ სომხებისთვის სპეციფიკური სახელი „დიდი ჟლეტა" უწოდა.

ამა წლის მარტში ამერიკული კონგრესის საერთაშორისო კომიტეტმა დოკუმენტის მიღებაზე მზადყოფნა გამოცხადა და ახლა ხელისუფლება წყვეტს, გაიტანოს თუ არა ეს საკითხი პარლამენტში განსახილველად. ვაშინგტონს ანკარის განაწყენების ეშინია. არადა მას სატრანსპორტო დერეფნების გახსნა სურს სომხეთის გავლით, რაც ტვირთის გადაზიდვის და ჯარის გადაყვანის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, ერევანზე ბლოკის მოხსნა მას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს რუსეთზე ზედმეტად დმაოკიდებულებას და უფრო მეტად დააახლოვებს დასავლეთთან.

საქართველოს წინაშე არანირი დილემა არდგას. ის არც აპირებდა და არც ახლა აპიებს გენოციდის აღიარებას. ორი წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ ოდნავ განიხილა ეს საკითხი და გაზეთები წერდნენ მხოლო სომხურ აქციებზე გენოციდის წლისთავზე. თუმცა პარლამენტის რეზოლუციამდე საქმე არ მივა მიზეზით, რომ თბილისი ეკონომიკურადაც და გეოგრაფიულადაც დამოკიდებულია თურქეთზე და აზერბაიჯანზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წელს საუბრობდა სომხური ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

გასული წლის ბოლოს ზოგიერთმა სომეხმა დეპუტატმა დაუშვა, რომ საქართველო წამოაყენებდა ამ საკითხს, მაგრამ მისი მიზანი იქნებოდა არა ისტორიული სამართლიანობა, არამედ სომხურ-თურქული საზღვრის გახსნისთვის ხელის შეშლა. ამის შესახებ გაზეთ „არავოტს" განუცხადა სომხური პარლამენტის დეოუტატმა შირაკ ტოროსიანმა. თუმცა ქართულ საზოგადოებაში ამ თემას არც კი განიხილავენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100