მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ევროპელები კონფლიქტის დარეგულირების იმიჯს ქმნიან
15.04.2010 | 10:55საერთაშორისო შუამავლებმა ქართული კონფლიქტების გადაჭრაში მორიგი ფიასკო განიცადეს. ახალი მოლაპარაკებები გალში უშედეგო აღმოჩნდა როგორც აფხაზებისთვის, ისე ქართველებისთვის. ასევე ცუდად დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის აღსრულების მონიტორინგი: ევროსაბჭოს დელეგაცია საერთოდ არ შეუშვეს სამხრეთ ოსეთში.
კარგ ომს ცუდი მოლაპარაკებები ჯობს. ეს ჟენევის დისკუსიების ერთადერთი საფუძველი გახდა.
დადებითი შედეგები ამ შეხვედრებს დიდი ხანია აღარ მოუტანია. გუშინდელი შეხვედრა გალში, 2 წლის განმავლობაში რიგით მეთხუთმეტე, ასევე უშედეგოდ დასრულდა.
საქართველომ ამ შეხვედრაზე წამოაყენა საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთის საკითხი. ის ითხოვდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უფლებების დაცვას. აღშფოთებული იყო რუსული კატერის მანევრებით განმუხურის რაიონის სოფელში.
"სამწუხაროდ, რაიმე შეთანხმებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მივაღწიეთ",- განუცხადა ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის თავმჯდომარემ, შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა.
აფხაზეთმაც დაიჩივლა ურთიერთგაგების არქონის გამო. ის ცდილობდა მიეღწია ქართველებისგან განმარტების მიღებისთვის ოტობაიასა და განმუხურს შორის დადებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. სოხუმი არ გამორიცხავს საქართველოს მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციას. თუმცა ქართველებმა ეს არ აღიარეს.
აფხაზებიც ცდილობდნენ ქართველები დაერწმუნებინათ:რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი, თუკი საქარველო აძლიერებს ბლოკადას აფხაზეთის გარშემო? ეს საერთაშორსო საზღვაო ორგანიზაციისადმი მიმართვაში აისახა, რომელმაც საქართველოს უფლება მისცა დაეწესებინა სანქციები აფხაზეთის სანაპიროებზე მყოფი გემებისთვის. სოხუმის აზრით, ეს ახდენს სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქმნის რეგიონში დაძაბულ ატმოსფეროს.
"ამით საქართველო ცდილობს ნებისმიერ კომუნიკაცია ჩაახშოს სოხუმისკენ, როგორც სატრანსპორტო, ისე - საინფორმაციო. ამ ყველაფრით კი ყველაზე მეტად აფხაზები ზარალდებიან",- ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა ლანა აგრბამ. მისი თქმით, აფხაზეთის რესპუბლიკაც არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და შეუძლია მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს საპასუხო სარჩელით.
ამოტივტივდა ასევე ტანკერი "ბუკეტის" გადაუწყვეტელი სკაითხიც. ის ქართველებმა ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში დააკავეს. გემის კაპიტანმა, რომელსაც 25 წელი ჰქონდა მისჯილი, უდიდესი ჯარიმის საფასურად მოახერხა სააპელაციო სასამართლოში გამარჯვება. თავად გემი კი თავისი საწვავით საქართველომ მიითვისა. აფხაზები მოითხოვენ, რომ ის მფლობელებს დაუბრუნდეს, ქართველები კი სულაც არ აპირებენ ამ საკითხის განხილვას.
მიუხედავად საერთო უკმაყოფილებისა შემდეგი შეხვედრა 5 მაისს დაინიშნა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info