RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიტპატიმრები და ოპოზიცია. ახალი იმედი

15.04.2010  |  10:58

5820.jpegქართულმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამჯერად თბილსში 11-მა პარტიამ მოაწერა ხელი „სოლიდარობის დოკუმენტს", რომელიც არა მხოლოდ მმოქმედი რეჟიმის წარმომადგენლებს დაეგზავნებთ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც. გამოიღებს კი ეს შედეგს?

სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც საქართველოს ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ 15 აპრილს საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტეს თბილსის ცენტრში, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მათ შორისაა ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ეკა ბესელიას შვილი და ძმა რატი მილორავა და სერგო ბესელია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია და ასევე პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მომხრეები.

„ჩვენ სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ადამიანი გვყავს ვინც პოლიტიკური მოტივით იმყოფება ციხეში და მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომლიც რეჟიმის უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. თავისთავად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აქციაში, რომელიც სიმბოლური იქნება, რათა შეხსენება გავაკეთოთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უდანაშაულოდ სხედან ციხეში".-აღნიშნა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" თავმოჯდომარემ - ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკური ნიშნით დევნა, უაკანასკნელ პრიოდში საქართველოში ჩვეულებრივ რამედ იქცა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე ხმაურიანი პროცესი შედგა. ერთერთი მათგანი - სამხედროების სასამართლო პროცესია, რომლებსაც ხელისუფლება მუხროვანის სატანკო ბატალიონის აჯანყების მოწყობაში დამნაშავეებად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ერთერთი ბრალდებული - გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე გაამართლა, პროკურატურის სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნა. კობა ოთანაძეს 29 წლით თავისუფლბის აღკვეთა მიესაჯა, ლევან ამირიძეს - 28, შოთა გორგაშვილს- 19 წელი, დანარჩენებს კი 11 წლით პატიმრობა. აჯანყების საქმეში დღემდე უამრავი სათუო საკითხია. საქართველოს კონსრევატიული პარტიის წარმომადგენელები კი, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სამხედრო ბაზაზე არანაირი ბუნტი არ ყოფილა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ ხელისუფლება უსაფუძვლოდ ცდილობდა მის დადანაშაულერბას რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში, ხოლო ოქტომბერში ის დააპატიმრეს საკუთარის მეზობლის დავით ბაჯელიძისთვის ცეცხლასროლი იარაღით ჭრილობის მიყენების მცდელობის ბრალდებით. მიუხედავად მტკიცებულებების უქონლობისა, თბილისის სასამართლომ რამდენჯერმე გააგრძელა გამოძიება, ცოტნემ კი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას 9,5 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100