RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი სიგიჟეს არ აღიარებს

16.04.2010  |  13:34

5828.jpegამერიკული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ლიდერი იძულებული გახდა განემარტა, რომ ის გიჟი არ არის, რომ დათანხმებოდა „იმედის" მოდელირებული ქრონიკის სიუჟეტში საკუთარი სიკვდილის ჩვენებას. ერთი თვის წინ ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის მოდელირებული გადაცემა და იმიტაციას ტიტრები არ დაადო. პროსხელისუფლებო არხზე მსგავსი გადაცემის გაშვება მთავრობის ნებართვის გარეშე შეუძლებელია. ასე რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს საბოლოო დიაგნოზი დაუსვა: „შიზოფრენია".

მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული ჰალსტუხის ჭამა და პანიკა ვერტმფრენის გადაფრენისას, რომ მიეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია თავისი ნორმალურობის მტკიცება. ამერიკაში ბირთვუი უსაფრთხოების სამიტზე სტუმრობისას, სადაც მან მაინც მოახერხა ობამას გამოჭერა, საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ მასმედიას.

საზოგადოებრივი რადიო NPR დაინტერესდა, მართალია თუ არა, რომ ის იყო „იმედზე" გასული გადაცემის მზადების საქმის კურსში? დიახ, სენსაციის შესახებ ყველან იცოდა, თქვა სააკაშვილმა. მას ერთი კვირის განმავლობაში ხშირად უკეთებდნენ რეკლამას.

ამასთანავე კითხვაზე, მისცა თუ არა მან რაიმე სახის თანხმობა მსგავსი გადაცემის ჩვენებაზე, სააკაშვილმა უპასუხა: „მე გიჟი ვიქნებოდი, ეს რომ გამეკეთებინა. მთავარი ხომ ის არის, რაც გადაცემაში ხდება, ეს არის ის, რომ ქართული ჯარი ქვეყანას ღალატობს და მე მკლავენ. ნებისმიერი სახელმწიფო გიჟი იქნება, თუკი ეს ვითარება მას გაახარებს".

უნდა ითქვას, რომ რადიკალურ ოპოზიციას უკვე დიდი ხანია სწამს, რომ პრეზიდენტი სრულიად არაადეკვატურია. ლევან გაჩეჩილაძემ ქრონიკის ტრანსლაციის შემდეგ განაცხადა, რომ „სააკაშვილს ისტერიულად ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, რადგანაც იცის, რომ ამის შემდეგ ან ციხეში მოხვდება, ან საგიჟეთში".

ანთრპოლოგმა ზაზა შათირიშვილმა კი საბოლოო დიაგნოზი დასვა: „ეს არის ღრმა შიზოფრენიის ნაყოფი".

სააკაშვილმა პრინციპში დაამტკიცა, რომ ის რომ ამ ფილმის თანაავტორი ყოფილიყო, გიჟი იქნებოდა. ამიტომაც ეცადა რაც შეიძლება მეტად მოეხდინა თავის დისტანცირება ქრონიკის შემქმნელებისგან. თუმცა ეს მან ძალიან გვიან და არადამაჯერებლად გააკეთა.

სააკაშვილის ამერიკისთვის მიცემული განცხადებები ეწინააღმდეგება იმას, რაც მან მანამდე ქართულ მასმედიას უთხრა. გადაცემის გამოსვლისთანავე მან გაკცხა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევა, შემდეგ კი დაამატა, რომ ქრონიკა რეალობასთან ძალიან ახლოს მყოფი სცენარით გაკეთდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100