RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს იზოლაცია ამერიკის ხელშია

16.04.2010  |  13:35

5829.jpegოფიციალური თბილისი ზეიმობს მიხეილ სააკაშვილის მიწვევას ბირთვულ სამიტზე. საქართველოძი თვლიან, რომ ქვეყნის ლიდერის მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში ბირთვული არსენალის უქონლობის პირობებში ბევრ რამეზე მეტყველებს. გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკა, როგორც საქართველოს მთავარი პარტნიორი, არ დაუშვებს ქვეყნის იზოლაციას.

საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში თვლიან, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსეთი ვერ მიაღწევს საქართველოს იზოლაციას მსოფლიოსგან. "ჩვენ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე პირველ რიგში იმიტომ მოვხვდით, რომ ეს პოლიტიკური გზავნილია,- თვლის გრიგოლ ვაშაძე.- გზავნილი კი ასეთია: ამერიკა და ეს ადმინისტრაცია არასოდეს დაუშვებენ საქართველოს იზოლაციას". მინისტრს მაგალითად მოჰყავს ბარაკ ობამას და მიხეილ სააკაშვილის ცოტა ხნის წინანდელი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტმა თბილისს მხარდაჭერა გამოუცხადა.

საინტერესოა, რომ ზემოთ ხსენებულ სატელეფონო საუბარზე უამრავი ისტორია შეიქმნა. მასმედიაში აცხადებდნენ, რომ ობამამ მხარდაჭრა გამოუცხადა ქართულ რეფორმებს. ზოგიერთმა ექსპერტმა ეს რუსეთისთვის გაგზავნილ მინიშნებად მიიჩნია. თურმე, ამერიკა აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები "გადატვირთვა" კი საქართველოს ხარჯზე არ ხდება. ჱუმცა მოიძებნებოდნენ ეჭვიანებიც, რომლებმაც ზეოთ ნახსენები სატელეფონო საუბარი ჩათვალეს არაადეკვატურ ფასად ავღანეთში გაგზავნილი 750 ჯარისკაცის სანაცვლოდ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრის უკან არაფერი არ იდგა, ამერიკის პრეზიდენტი არ აპირებს სააკაშვილთან პირადად შეხვედრას.

რუსმა პოლიტოლოგებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს: თეთრი სახლის სიტყვები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ბუკვალურად არ უნდა იყოს აღქმუი. "ერთია სარიტუალო განცხადებები, ხოლო მეორე- პრაქტიკული ნაბიჯები",- თვლის პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მინჩენკო. თავის მხრიც, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძვანელი პაველ პოდლესნიი აღნიშნავს: არ არის საჭირო რაიმე ცვლილებების მოლოდინი თეთრი სახლის დმაოკიდებულებაში თბილისის მიმართ.

რაც შეეხება საქართველოს იზოლაციას, კიდევ ერთხელ გვიწევს თქმა - რესპუბლიკამ თავად მოიმწყვდია თავი ჩიხში. მაგალითად, 2008 წლის მოვლენების დასრულებისთანავე თბილისის ერთ-ერთმა პარტნიორმა ყაზახეთმა უარი თქვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნაზე ბათუმში. ასტანში განაცხადეს, რომ ეს დაკავშირებულია საერთაშორისო პრობლემებთან და საქართველოში არსებულ სიტუაციასთან. ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვინ შექმნა ეს სიტუაცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100