RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირმა საქართველოს რაოდენობით აღება გადაწყვიტა

19.04.2010  |  13:31

5835.jpegევროკავშირი მზად არის აქტიურად ჩაერთოს საქართველოში საარჩევნო პროცესების მონიტორინგში და ქვეყანას დაეხმარებიან მასმედიის მონიტორინგსა და ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაში. ბრიუსელში განაცხადეს, რომ 30 მაისს, არჩევნების დღეს, ხმის მიცემას თვალყურს ადევნებს ევროკავშირის 1100 დამკვირვებელი და საერთაშორისო საზოგადოების სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის იუსირტები. შეძლებენ კი ისინი რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას?

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეატყობინა საკუთარი დამკვირვებლების ჩამოსვლა საქართველოში. საინტერესოა, რომ ბრიუსლეიდან ჩამოსული წერილი გახდა საქართველოს ხელისუფლების მიმართვის პასუხი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირს სთხოვა დმაკვირვებლების გაგზავნა 30 მაისს დანიშნული არჩევნების ყველა ეტაპზე.

ევროკავშირის წერილში ასევე საუბარია, რომ ავროკავშირის დელეგაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია ორი თვით ადრე საქართველოში 90 დამკვირვებელს გაუშვებს - ყველა უბანზე ერთს და კიდევ ერთს ცესკო-ში. ამას გარდა, ევროკავშირი განახორციელებს მასმედიის მონიტორინგის პროექტს, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ექსპერტების მომზადებისკენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა ტელეარხის მონიტორინგის შედეგებს შეაგროვებენ და კვირაში ერთხელ საზოგადოებრივ არხზე მოხდება ამის განხილვა. ბი-ბი-სის მხარდაჭერით გაგრძელდება საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებისა და რედაქტორების ტრენინგები.

ამას გარდა, დღეიდან სამუშაოს შეუდგა ეუთოს წარმომადგენლების პირველი ჯგუფის წევრები. მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი განახორციელებენ როგორც წინასაარჩევნი კამპანიის და საარჩევნი პროცესების მონიტორინგს, ისე იმ პროცესებისასაც, რომლებიც ხმის მიცემის შედეგების შეჯამების შემდეგ მოხდება.

ქართულმა მასმედიამ ისიც განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება ქმნის ახალ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. მისი მიზანი იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. უწყებათშორის ჯგუფში შევლენ შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ისინი უპასუხებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კითხვებს და დიპლომატიურ მისიებს.

სიტყვაზე, ანალოგიური ჯგუფი საქართველოში შეიქმნა 2008 წელსაც, საპარლამენტო არჩევნებამდე და მას სათავეში ედგა იუსტიციის მაშინდელი მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ უწყებათშორისი ჯგუფი მართლაც რეგულარულად სცემდა პასუხებს ოპოზიციის კითხვებსა და პრეტენზიებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100