RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

წინასაარჩევნო ვნებათაღელვა იზრდება

19.04.2010  |  13:33

5836.jpegქართველმა ლეიბორისტებმა ხელისუფლება თავისი პარტიის წევრების რეგისტრირებაში სდებს ბრალს. „ეროვნული საბჭო" საუბრობს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე. „საქართველოს დაცვის" მოძრაობა აპროტესტებენ რეგისტრაციაზე უარის თქმას. ეს რამდენიმე შტრიხი წინასაარჩევნო პერიოდში აშკარად აჩვენებს, რომ მმართველი პარტია არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული და თავს იზღვევს ყოველი შემთხვევისთვის.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები, როგორც წესი, არ იწვევს მოსახლეობის ასეთ აქტიურობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამყალბებელთა ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ბევრი ცარიელი ბიულეტენი, სადაც შეძლებენ ნებისმიერი სასურველი კანდიდატის შემოხაზვას. ასეთ სიტუაციაში ოპოზიცია ცდილობს საამომრჩევლო კამპანიისადმი რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიიქციოს.

ლეიბორისტები არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ საინფორმაციო ფონს მხარს უჭერს. ახლახან მათ განაცხადეს, რომ ქართული ხელისუფლება მათ თანამებრძოლებს არეგისტრირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სააკაშვილის რეჟიმი და მისი სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენი პარტიის წევრების სიაში შეტანას მოქრთამვის გზით",- განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ლეიბორისტულ პარტიაში აგენტები? შეიძლება, იმისათვის, რომ გააკონტროლოს სიტუაცია ქვეყანაში არჩევნებამდე? კამპანიის გამპროტესტებელი პარტიები ხომ შემდეგ დიდი სიამოვნებით შეუერთდებიან საზოგადოებრივ პროტესტებს გაყალბების წინააღმდეგ.

ის, რომ არეულობა მზადდება, უკვე აშკარაა. ახლახან ამის შესახებ განაცხადა „ეროვნული საბჭის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა. „სააკაშვილის რეჟიმი ინტენსიურად იყენებს ძალოვან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს შიშის ატმოსფეროს შესაქმნელად. ამისათვის ის იყენებს ქურდულ სამყაროს და საკუთარ ნარკოქსელს. მასობრივი ხასიათი მიიღი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წევრების შანტაჟმა. ხალხს სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან. სააკაშვილის რეჟიმი ამომრჩევლების პირდაპირ მოსყიდვასაც არ ერიდება",- განაცხადა მან.

გუშინ კი კახა კუკავამ განაცხადა, რომ ქართველი ექსპერტები წინასაარჩევნოდ კანონს არღვევენ.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ცესკო-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. იგივე პრობლემები წამროიქმნა ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ფორმირებისას.

კუკავას მონაცემებით, დედაქალაქის ახლანდელი მერი წინასაარჩევნი კამპანიისთვის საბიუჯეტო სახსრებს იყენებს. „ჩვენ გვაქვს წერილები, რომლებიც გიგი უგულავამ დაურიგა თბილისელ პენსიონერებს. ამ წერილებს შეიძლება უგულავას პირადი პიარ-კამპანია ეწოდოს, თუმცა მათ ბეჭდავს და ავრცელებს თბილისის მერია",- განმარტა კონსერვატორმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100