RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგება?

19.04.2010  |  13:35

5837.jpegსაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ «Standard & Poor's» აამაღლა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა და ზრდის პერსპექტივები საქართველოს უკეთესი აქვს, ვიდრე იმავე კატეგორიის სხვა ქვეყნებს, რასთანაც არის დაკავშირებული რეიტინგების ამაღლება. შეიძლება იმაზე საუბარი, რომ რესპუბლიკის ეკონომიკა თანდათან კრიზისიდან გამოდის?

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ 2006 წლიდან 2008 წლამდე, საქართველომ შეძლო მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ექსპერტთა აზრით, დაბალი გადასახადები და ბიზნესის წარმოებისთვის სასურველი რეჟიმი საქართველოს კვლავ შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვაში ხელს.

ამასთანავე სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს აეკონომიკა საშუალო ვადაში გაიზრდება. "ჩვენ ველით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში ვერ მიაღწევს 2 მილიარდ ევროს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოცულობა საკმარისი იქნება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის".

ამასთანავე სააგენტო თვლის, რომ ეკონომიკური ზრდის, პირდაპირი უცხური ინვესტიციების და გეოპოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა ხელს შეუწყობს საქართველოს სუვერენული რეიტინგების სამომავლო ამაღლებასაც. რაც შეეხება უარყოფით პროგნოზებს, რესპუბლიკის რეიტინგებზე გავლენა შეიძლება იქონიოს საგარეო ვალმა და ბიუჯეტის დეფიციტმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოახდინეს რეაგირება პოზიტიურ ცვლილებებზე. პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერის ნიკოლოზ მჭედლიშვილის თქმით, ეს ფაქტი აამაღლებს ინვესტორთა ნდობას. "მოცემული რეიტინგი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი",- დაამატა მან.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირველად როდი აცხადებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკამ, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა. ჯერ კიდევ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - ქვეყანამ დაძლია ეკონომიკური კრიზისის მწვავე პერიოდი. "მთელ რიგ სექტორებში იგრძნობა გამოცოცხლება და აქტიურობა,- აღნიშნა მან.- შედეგად ინვესტორთა ნდობაც დავიბრუნეთ". უფრო მეტიც, ქართველმა ლიდერმა მაშინ ქვეყნის ფინანსურ სექტორს "სრულიად ჯანმრთელი" უწოდა.

თუმცა, ოფიციალური მონაცემები საირისპიროს მეტყველებს. მაგალითად, საქართველოს მშპ შარშან შემცირდა თითქმის 4%-ით, თუმცა 2008 წელს მიხი ზრდა შეინიშნებოდა. თუკი გავიხსენებთ საგარეო ვალის დაგროვების ფაქტს, შარშან მისი მოცულობა 30,8 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა თითქმის 3,5 მილიარდი დოლარი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100