RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ენა ჯავახებისთვის

20.04.2010  |  11:04

5845.jpegსაქართველოში ნაციონალური უმცირესობები, უახლოეს მომავალში ენობრივი სიტუაციის გამო, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ახლა ისინი ქართული ენის ათვისებას ცდილობენ, მომავალში კი მათ ინიგლისური ენის შესწავლსაც აიძულებენ. თანაც უცხოელი მასწავლებლებისგან, რომლებიც თავადაც ცუდად ფლობენ ქართულს. ჯავახეთის სომხები ორიგინალურ გამოსავალს სთავაზობენ - სომხურ რეგიონში ერევნის უმაღლესი სასწავლებლების კუსდამთავრებულები მოიწვიონ, უკეთეს შემთხვევაში კი, ინგლისურენოვანი ქვეყნების დიასპორების წარმომადგენლები. თუმცა, ამ წინადადებასთან დაკავშირებით, თბილისის თანხმობის ან განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

საქართველოს ხელისუფლება საფუძვლიანად შეუდგა ქვეყანაში ინგლისური ენის დანერგვას. უცხოელ მასწავლებელებს, ადგილობრივებზე ორჯერ უფრო დიდ ხელფასს აღუთქვამენ. განათლების სამინისტრო ათას უცხოელ პედაგოგს, თვეში 500 ლარს ჰპირდება.

ამ "დისკრიმინაციული" წინადადების გამო უკმაყოფილება, უკვე გამოთქვეს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებში. როგორც, ჟირნალისტებს განუცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მანან ღურჭუმელიძემ, - დაუშვებელია უცხოეთიდან ჩამოსულმა პედაგოგმა 500 ლარი მიიღოს, როცა მათ ქართველ კოლეგებს 200 ლარი აქვთ ხელფასი.

მისი თქმით, საქართველოს 200-ამდე სკოლაში აღარ დარჩენე მასწავლებლები, ვისაც ინგლისური ენის სწავლება შეუძლიათ. "კარგი იქნებოდა თუ კი მოწვეული მოხალისე-პედაგოგები იქ იმუშავებდნენ. თუმცა, 500 ლარად მაღალმთიან რეგიონებში სამუშაოდ წასვლაზე, ჩვენი მასწავლებლებიც კი უარს ამბობენ".- აღნიშნა ღურჭუმელიძემ.

წყალდიდობამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ნაციონალური უმცირესობები. სომხებითა და აზერბაიჯანლებით დასახლებულ რეგიონებში, ყველაზე დიდ პრობლემად დღემდე სახელმწიფო ენის ცუდად ცოდნა რჩება. და თუ კი მათთან უცხოელი მსაწავლებელები ჩავლენ, რომლებმაც თავადაც სახელმძღვანელოების მეშვეობით ისწავლეს ქართული, როგორ შეძლებენ ისინი სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლებას? სავარაუდოდ - ურთიერთ გაგების სირთულის გამო, ახალგაზრდა ჯავახები უცხოური ენის შესწავლის ნაცვლად, უბრალოდ ტყულიად დაკარგავენ დროს.

ამ სიტუაციაში რუსეთის ჯავახების დიასპორამ, სომხეთის განათლების სამინისტროს შესთავაზა, საქართველოს რეგიონებში საკუთარი ინგლისურის ენის სპეციალისტები წარგზავნოს. ქართულ მასმედიაში ამ განცხადებას უკვე უწოდეს "მორიგი შოვინისტური გამოხტომა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100