RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზებმა თურქებს ადგილი მიუჩინეს

22.04.2010  |  10:05

5860.jpegაფხაზეთში თურქებს ყოველთვის თბილად ხვდებიან. მაგრამ გუშინ სოხუმში თურქ დიპლომატებს რამდენიმე მკაცრი ფრაზის მოსმენა მოუწიათ. საქმე ისაა, რომ ანკარა გამოეხმაურა თბილისის თხოვნას, რომ დახმარებოდა საქართველოს რეინტეგრაციაში და აფხაზებისთვის შეეთავაზებინა იგნორირებული სტრატეგია "მოზიდვა თანამშრომლობის ვგზით".

აფხაზეთის ლიდერმა საჭიროდაც კი არ ჩათვალა მიეღო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნურდან ბაირაქთარ გოლდერი და თურქეთის ელში საქართველოში მურათ ბურჰანი.

საქმე ისაა, რომ მათ სოხუმში ჩაიტანეს ზემოთ ხსენებული სტრატეგია.

აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე დიდი ასოებით არის ციტირებული მისი სიტყვები: "ჩვენ არც კი ვაპირებთ საქართველოს სტრატეგიაზე დაფიქრებას. ჩვენი პოზიციის ურყევობა დაფუძნებულია გასული წლების სამწუხარო გამოცდილებაზე და იმის აშკარა ცოდნაზე, რომ საქართველო არ აპირებს მოაწეროს ხელი სამხედრო ქმედებების განუახლობლობას".

ბუნებრივია, აფხაზეთის ხელისუფლება უკვე გაეცნო ამ დოკუმენტს, რომელიც ქართველევმა ჯერ კიდევ ჟენევის დისკუსიებზე წარადგინეს. თუმცა ერთი საქმეა, როდესაც მიიღებ სტრატეგიას მტრის ხელიდან და მას იგნორირებას გაუკეთეს და მეორეა, თუკი სტრატეგიას თრქი პარტნიორებიც თავს გახვევენ.

ანკარამ ომის შემდეგ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების თავისი გზა შესთავაზა. თუმცა თურქული თეზისი "კავკასიურ პლატფორმაზე" აღარ განვითარებულა.

თურქები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ, ,მათ არ შეეძლოთ აფხაზების მხარდაჭერის გარეშე დატოვება. მეორეს მხრივ, არ სურდათ მეზობელ ქვეყანასთან დავა, სადაც საკუთარი ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდათ.

ურქეი ბიზნესმენების არაოფიციალური კავშირები აფხაზეთთან თბილისს აღიზიანებდა. აფხაზეთში მიმავალი თურქული გემები გამუდმებით ფერხდებოდნენ, სანამ არ მოხდა სკანდალი ტანკერი "ბუკეტის" თაობაზე, რის შემდეგაც რუსეთმა შავ ზღვაში თავისი სამეთვალყურეო კატერები გაგზავნა. არანაკლებად ხმამაღალი გამოხმაურება ჰპოვა აფხაზეთში მაღაზია "ბენეტონის" გახსნამ.

როგორც იქნა, საქართველომ მოიფიქრა ხერხი, რომლის დახმარებითაც მოახერხებდა თურქულ-აფხაზური მეგობრობის საქართველოს სასარგებლოდ წარმართვას. თებერვალში ანკარაში გამართული ვიზიტის დროს საქართველო პარლამენტის სპიკერმა დაით ბაქრაძემ თავის კოლეგებს სესთავა მონაწილეობა მიეღოთ ქართული "სახელმწიფო სტრატეგიის შესრულებაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100