RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის განადგურებულს, რუსები აღადგენენ

22.04.2010  |  10:19

5863.jpegსამიათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ უკვე გაიღო ფულადი შეწირულობა, ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალის აღსადგენად. ქანდაკების მშენებლობა 2010 წლის 6 მაისს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიწყება, ამ დღეს მონუმენტის საძირკველში პირველი ქვა ჩაიდებს.

ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის" პრეს-სამხახურში გვითხრეს, რომ ახალი ქანდაკება სახელწოდებით „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენ ერთად ვიყავით" მოსკოვში აიგება (პოკლონნაია გორა). „ჩვენ ყველას მოვუწოდეთ, ვისთვისაც სულერთი არ არის დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტების ბედი".- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკების მშენებლობა ძირითადად რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, ნებაყოფლობითი შემოწირულობების ხარჯზე უნდა განხორციელდეს, უკვე რუსეთის 3,5 ათასმა მოქალქემ და ორმოცდაათზე მეტმა ორგანიზაციამ შემოიტანა თანხა ფონდის სპეციალურ ანგარიშზე.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუთაისის დიდების მემორიალი 19 დეკემბერს ააფეთქეს. მემორიალის აფეთქებისას გარდაიცვალა 8 წლის გოგონა და დედამისი. ისტორიული ვანდალიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებები. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ბოლოს განცხადება გააკეთა, რომ განადგურებული ქანდაკება, მოსკოვში იქნება აღდგენილი.

„ქანდაკების აფეთქება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების მახსოვრობიდან საერთო წარსულის ხსოვნის განადგურების მორიგი მცდელობაა, მათ შორის გმირული წარსულის განადგურებისაც. ამასთან დაკავშირებით შესაძლებლად მიმაჩნია როდესღაც ერთიანი სახელმწიფოს დედაქალაქ - მოსკოვში ამ ქანდაკების აღდგენა".- განაცხადა დეკემბერში პუტინმა მთავრობის პრეზიდიუმის სხდომაზე. პრემიერის თქმით, რუსეთის დედაქლაქში „დიდების მემორიალის" აღდგენა შესაძლოა „რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლების მოედნად იქცეს სამოქალაქო საზოგადოების ხაზით".

5 აპრილს სტარტი აიღო მემორიალის „ფაშიზმთა ბრძოლისას ჩვენ ერთად ვიყავით" პროექტის კონკურსმა, რომელიც 25 მაისამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მათ შორის არა მარტო საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც.

პირველი ქვა მემორიალის ფუნდამენტში 6 მაისს ჩაიდება - წმინდა გიორგის დღეს, რომელიც ქალაქ მოსკოვის და საქართველოს მფარველია. როგორც აღნიშნა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ, მემორიალის საძირკველში პირველი ქვის საზეიმო ჩადებაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის ვეტერანები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100