RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: მიკერძოებული მიდგომა თუ ობიექტურობა?

22.04.2010  |  10:25

5865.jpegრუსეთის დელეგაციას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-საქართველოს დოსიეზე ობიექტური მოხსენების იმედი აქვს. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლეონიდ სლუცკოის თქმით, მოსკოვის იმედოვნებს, რომ მიდგომა მაქსიმალურად ობიექტური იქნება და არა წინასწარ მიკერძოებული. გამართლდება თუ არა დიპლომატის მოლოდინი?

სლუცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი არ ელის ასამბლეის პრორუსული ხასიათის ახალ რეზოლუციას, თუმცა ქართულ დელეგაციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, თუ პოლიტიკურში არა, ჰუმანიტარულ სიბრტყეში მაინც. „ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ ამისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ ქართველები კონტაქტზე არ მოდიან",- მის ციტირებას ახდენს სს „Regnum".

რუსმა დიპლომატმა ეს განცხადება რუსეთ-საქართველოს დოსიეზე ასამბლეის ერთერთ მომხსენებელთან დევიდ უკილშირთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც უკვე მოინახულა საქართველო, ამ კვირაში კი ის მოსკოვს ესტუმრა. სწორედ ეს მოხსენება მისცემს ტონს, ასანბლეის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკის განხილვისას.

როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თემა, 2008 წლის ოქტომბრიდან საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგიდან არ იხსნება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ გასული ნახევარი წლის განმავლობაში, ასამბლეამ ორჯერ მოასწრო რეზოლუციის პროექტის მიღება, რომელშიც გაკიცხა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მოუწოდა მათ გააუქმონ ეს გადაწყვეტილება და „პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მისი საზღვრების ხელშეუხებლობას". მკაცრმა ფორმულირებებმა გაიჟღერა ამიერკავკასიური რესპუბილეკბის მისამართითაც: დაუყოვნებლივ შეწყდეს პროვაკაციები და თავდასხმები სამხრეთ ოსეთისა და ფხაზეთის მხრიდან. ამავ დროულად ასამბლეის მიმართვა თბილისისადმი, გაცილებით უფრო რბილი იყო - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა ( მედვედევ-სარკოზის გეგმა) და ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნება ურჩია.

იგივე განმეორდა საგაზაფხულო სესიაზე. ევროპარლამენტარებმა კვლავ რუსეთის პზოციას გამოუცხადეს მიუღებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ხოლო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტი ლიუკ ვან დენ ბრანდე რომელიც მოხსენებით გამოვიდა, კონსტატირებას ახდენდა, რომ მეორე რეზოლუციის „რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების" შემადგენელი ასამბლერის უმეტესი მოთხოვნები, რუსულმა მახრემ არ შეასრულა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100