RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მართლმადიდებლობა და მშვიდობა - გზა კავკასიელი ახალგაზრდებისთვის

22.04.2010  |  10:35

5866.jpeg20 აპრილს ქართველთა კავშირის რუსეთში ინიციატივით შედგა შეხვედრა მოსკოვის პატრიარქის მიტროპოლიტი ილარიონის შეხვედრა კავკასიის მართლმადიდებელ ახალგაზრდობასთან.

ეს შეხვედრა არის რუსეთის საპატრიარქოსა და ქართველთა კავშირის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება. ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა შეიქმნა რუსეთის პატრიარქის კირილესა და საქართველოს პატრიარქის ილის მეორეს ლოცვა კურთხევით.

"მართლმადიდებლობა ის უძლიერესი ძაფია, რომელის მრავალი საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ერებს მიუხედავად ყველაფრისა. ასეთ არეულ დროს ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ აღზრდა და მხარდაჭერა. ამიტომაც ქართველთა კავშირი რუსეთში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან. დიდი მადლობა ილარიონს, რომ მან გამონახა დრო იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულიყო და ბრძნული ქადაგება წაეკითხა ახალგაზრდებისთვის",- განაცხადა ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.

საკონფერენციო დარბაზში დახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა. ამ ბოლო დროს იშვიათი შემთხვევაა ისეთი ადგილების ხილვა, სადაც ერთად არიან ქართველები, რუსები, აფხაზები და ოსები. სწორედ ამ დღეს დარწმუნდა ყველა იქ მყოფი, რომ აგვისტოს მოვლენებს არ განუცალკევებია ეს ხალხი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადიგები, ქურთები, პონტოელი ბერძნები, რომლებიც დროებით ან მუდმივათ რუსეთში იმყოფებიან. სტუმართა სტატუსით მოწვეულები იყვნენ სომხური დიასპორის წარმომადგენლები და რამდენიმე კავკასიური რეგიონის მუსულმანური ახალგაზრდობა.

შეხვედრაზე პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები რომ ყოფილიყვნენ, ისინი კარგად შეძლებდნენ დაკვირვებას მშვიდობიანი კავკასიის მოდელზე, რის აშენებასაც ასეთი მონდომებით ცდილობენ.

დიპლომატებსაც კი შეშურდებოდათ - როგორ დელიკატურად და იმავდროულად გულღიად იხილავდა ხალხი მწვავე საკითხებს.

ახალგაზრდებს ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ილარიონისთვის კითხვებით მიემართათ.

ახალგაზრდების დამახასიათებელი მაქსიმალიზმით ეკითხებოდნენ ისინი მას როგორ ფილოსოფიურ და სულიერ, ისე გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას წინასწარვე მიეცა მშვიდობიან-ქრისტიანული დახასიათება, მაინც ვერ მოხდა რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარების საკითხისთვის გვერდის ახლა.

თუმცა,ყველაფერზე თანმიმდევრულად ვისაუბროთ. შეხვედრის დასწყისში და ბოლოში გაისმა აღდგომის ქართული ლოცვა.

"პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მოხვედით ამ სეხვედრაზე, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ არ იყო აქ ყველა თქვენგანის შეკრება ადვილი. აქ დარბაზში ბევრი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და ეროვნების წარმომადგენელი მოვიდა - ქართველებიც, ბერძნებიც, სომხებიც, ოსებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ქურთებიც.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100