RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“ჯიქურ ზუგდიდში გადასვლა“არ გამოვიდა

23.04.2010  |  10:45

5876.jpegგალის რაიონის მცხოვრებლებმა, რუსი მესაზღვრეების სიმკაცრე საკუთარ თავზე გამოსცადეს. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა გალის რაიონიდან, ზუგდიდის რაიონში აღკვეთილი იქნა. დააკავეს 40 მგზავრი, ორი ავტობუსით. თბილისში ამას დატყვევება უწოდეს, საზღვრის დამრღვევებზე დაკისრებული ჯარიმა კი - ყაჩაღობად მონათლეს.

აფხაზეთის ქართველ მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებიათ, რომ ისინი ახალ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში თავისუფლად დადიოდნენ ზუგდიდში ნათესავების მოსანახულებლად, ვერაფრით იგებენ რატომ აღარ შეიძლება ახლა საზღვრის იქ გადაკვეთა, სადაც მოესურვებათ. მათ არაფრით არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის არსებობა ენგურის ხიდზე, რომლზე გადასვლისას ფულიც უნდა გადაიხადონ ამ ყველაფრთან ერთად.

ორი ავტობუსის დაკავება გუშინწინ ღამე - მხოლოდ უკანასკნელი შემთხვევაა ამგვარი ინციდენტების გრძელ სიაში. რუსმა მესაზღვრეებმა ავტობუსებიდან გადმოსვეს 40-ამდე მგზავრი, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.

ქართულმა მასმედიამ განაცხადა, რომ მესაზღვრეებმა ისინი ტყვედ აიყვანეს, თანაც გაქურდეს და ტრანსპორტიც წაართვეს. მთელი ღამის განმავლობაში ადამიანები ღია ცის ქვეშ, ტყეში ყავდათ დაკავებული და მხოლოდ დილის 7 საათზე გადაიყვანეს რუსულ ბაზაზე. მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

თბილისში შექმნილმა, აფხაზეთის ალტერნატიულმა მთავრობამ ამ ფაქტს, „საქართველოს ოკუპირებულ" რეგიონში, ადამიანის უფლებების დარღვევის კვალიფიკაცია მისცა.

ამასთან ერთად, ქართველ ჩინოვნიკებს მშვენივრად ესმით მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზი. პროქართული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავამ განმუმარტა „მედიანიუსს", რომ მგზავრები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ „საშვები". „საშვის მიღება გარკვეული თანხის გადახდასთანაა დაკავშირებული, ხალხს კი ამისათვის ფული არ აქვს და ამიტომაც ცდილობენ საზღვრის საშვის გარეშე გადაკვეთას",- განაცხადა კილანავამ.

სულ სხვა საკითხია ის, რომ ოფიციალური თბილის არ აღიარებს საზღვრებს, საშვებს და საშვების სისტემის დამფუძნებელ აფხაზეთის მთავრობას. ამიტომაც გალში მომხდარი ყველა ინციდენტი „ოკუპანტების მარიონეტული რეჟიმის" „არადემოკრატიულობას" და „დანაშაულებრივი ქმედებების" რიცხვს მიეწერება. ხოლო იმისთვის, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო მუქ ფონზე წარმოაჩინონ, ისეთ ლექსიკას იყენებენ როგორიცაა „ტყვეობა" და „ყაჩაღობა ან გაქურდვა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100