RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველომ ზღვაზე რუსეთი დასაჯა

23.04.2010  |  10:46

5877.jpegქალაქ ბათუმის სასამართლომ, რუსული ტანკერი Sаratov City თითქმის 40 ათასი დოლარით დააჯარიმა. ქართულმა მხარემ საკუთარი გადაწყვეტილების მოტივირება იმით მოახდინა, რომ გემი შავ ზღვას აბინძურებდა. ამასთან ერთად კაპიტან ალექსანდრ ნიკიტენკოს 730 დოლარის ოდენობის პერსონალური ჯარიმა დაეკისრა. როგორ უნდა შეფასდეს თბილისი ასეთი სწრაფვა ბუნების დაცვისა და სანაპირო წყლების გამჭვროვალობისაკენ?

საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა Sаratov City ჯერ კიდევ გასულ კვირას დააკავეს, მაგრამ მონაცემები ამის შესახებ მხოლოდ ორშაბათს გახმაურდა. ხომალდი რომელიც 1990-იანი წლბშია აგებული, ასტრახანისთვისაა მიწერილი. მისი მფლობელია ღსს „ვოლჟსკოე ნეფტენალივნოე პარახოდსტვო".

მომხდარის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად თბილისი შეხსენებას აკეთებს, რომ ამგვარი დარღვევებისთვის გემებს არჩევით არ აკავებენ. ანუ 8 აპრილს ფოთში, ქართველმა მესაზღვრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი „იოლი" დააკავეს, ოთხი დღის შემდეგ ეს ტანკერი - იგივე 37 ათასი დოლარის და კიდევ 1100 დოლარის ოდენობით, ეკოლოგიური ზარალისთვის, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

მართლაც, საქართველოს სასაზღვრო დაცვა საკმაოდ ხშირად აკავებს უცხოურ გემებს, ნაოსნობის წესების დარღვევისა და ზღვის დაბინძურებისათვის. როგორც წესი, დამრღვევ ხომალდებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

მაგრამ, ახლანდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებს შესჩივის, რომ რუსეთი ხელს უშლის მას დემოკრატიის მშენებლობაში, ნებისმიერი ინიციდენტი თბილისსა და მოსკოვს შორის მასმედიის დახმარებით, ავტომატურად პოლიტიკურ ელფერს იძენს.

ჯერ კიდევ გვახსოვს ფსევდოსენსაცია, ერთი წლის წინ ქართველების მიერ თბომავლის „ვ.უსპენსკის" დაკავების შესახებ, რომლზეც 14 რუსეთი მოქალაქე - ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მაშინ რუსულმა მედია-საზოგადოებებმა სასწრაფოდ გაავლეს პარალელი საქართველოს სანაპირო დაცვის დაჯგუფებებსა და სომალელ მეკობრეებს შორის. ნაკლებად მნიშვნელოვანი სატვირთო გემის დაკავება, პირველი შეტყობინების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში რუსული მასმედიისთვის მთავარ თემად იქცა.

ისინი წერდნენ, თუ როგორ გადმოსხეს ხოლადზე 13 კაცისგან შემდგარი ავტომატებით შეიარაღებული დესანტი, ამოღებული იქნა სანაოსნო დოკუმენტები და მეზღვაურთა პასპორტები. ჩატარდა დათვალიერება და გემი ბათუმის პორტში რეიდზე დააყენეს, წაიღეს მთელი დოკუმენტაცია და ხომალდზე ოთხი სანაპირო დაცვის წარმომადგენელი დატოვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100