RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი აღლუმს ტელევიზორიში ნახავს

23.04.2010  |  15:49

5880.jpegგამარჯვების დღის აღნიშნვისას მოსკოვი ყველას სიხარულით მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის გარდა. რუსული მხარე საქართველოს პრეზიდენტის რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას, უბრალოდ უადგილოდ და მიუღებლად მიიჩნევს. რუსეთის ამ ჟესტზე, რა რეაქცია ექნება საქართველოს ლიდერს?

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკოს თქმით, სააკაშვილის რუსეთის დედაქალაქში მიწვევა, თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზით იქნებოდა გასაოცარი, რომ ის დიდი სამამულო ომის გმირების ქანდაკებებს ანადგურებს.

კრემლის წარმომადგენელემა დააზუსტა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა წერილობითი მოწვევა უახლოეს მეზობლებს გაუგზავნა - დსთ-ს პრეზიდენტებს. უფრო მეტიც, 8 მაისს თანამეგობრობის არაფორმალური სამიტია დაგეგმილი, რომლის თემაც მეორე სამამულო ომის გაკვეთილები და ვეტერანებზე ზრუნვა იქნება. სერგეი პრიხოდკომ იმედი გამოთქვა, რომ დსთს უმეტესი პრეზიდენტები ჩამოვლენ, თუმცა, მათაც თავიანთ ქვეყნებში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი".

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვში არ იქნებიან,, აღლუმზე ქართველი ვეტერანები ჩამოვლენ, რომლებიც 65 წლის წინ იარაღით ხელში იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ უკვე განაცხადა, რომ 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებში საქართველოდან დიდი სამამულო ომის ოთხი ვეტერანი მიიღებს მონაწილეობას და კიდევ ოთხი საქართველოს მოქალაქე. ამასთან ერთად ამჟამად მუშავდება საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების გამარჯვების იუბილეში მოანაწილეობის საკითხი.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის მხარემ მრავალჯერ განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია მასთან რაიმე სახის კონტაქტი - სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოში განხორციელი თავდასხმის შენდეგ, მოსკოვი საკუთარი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა,გასული წლის ბოლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ქუთაისში, დიდების მემორიალი ააფეთქეს. საქართველოს მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებს ისე სასწრაფოდ სურდათ, რუსეთთან საერთო ისტორიული წარსულის სიმბოლოს განადგურება, რომ ნაჩქარევი აფეთქების შედეგად 8 წლის გოგონა და დედამისი დაიღუპნენ.

ისტორიული ვანდალიზმის წინააღმდეგ მაშინ, საქართველოსა და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები გამოვიდნენ. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქანდაკების აფეთქება - ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების მახსოვრობიდან საერთო წარსულის წაშლის მორიგი მცდელობაა, მათ შორის გმირული წარსულის წაშლისაც.

თებერვალში კი, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თბილისი და მოსკოვი ადრე თუ გვიან კვალვ დაიბრუნებენ ნორმალურ, სრულფასოვან ურთიერთობებს, მაგრამ საქართველოს მმოქმედ პრზიდენტთან მას პირადად, საქმის დაჭერის არანაირი სურვილის არ აქვს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100