RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პატენტების მოდა

26.04.2010  |  23:21

5895.jpegსაქართველო აპირებს ხაჭაპურის დაპატენტებას. თბილისში იმედი აქვთ, რომ ეს კანონპროექტი ხაჭაპურს რეპუტაციას შეუქმნის მთელ მსოფლიოში და დაეხმარება საქართველოს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში. ქართული ხელისუფლება უკვე აპირებს ევროპული კონტროლის სისტემის TSG-ს შემოღებას, რომელიც დაამტკიცებს, რომ საქონელი ტრადიციული ტექნოლოგიებით არის დამზადებული.

ქართული ხელისუფლების გეგმებმა მთელი მსოფლიოს სიახლეები მოიარა. მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რმ ხაჭაპურისა და სხვა პროდუქტების დაცვის გეგმებით თბილისი იმედოვნებს, რომ გახსნას ახალი ბაზრები ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. ამ ინფორმაციის თანახმად, ამ წლის ბოლოს საქართველოს სოფლის მეირნეობის სამინისტრომ უნდა წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში განსახილველად.

როგორც ცნობილია, ხაწაპური არის უფრო თხელი და დიდი ზომის ვარიანტი იტალიური დახურული პიცისა - კალცონე. ხაჭაპური გავრცელებული იყო საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, ზემოთ ხსენებული პატენტი სულაც არ აკრძალავს ხაჭაპურის დამზადებას სხვა ქვეყნებში, ის უბრალოდ კრძალავს ამ პროდუქტის ხაჭაპურად წოდებას.

სიანტერსოა, რომ კიევთან თბილისმა უკბე მოაწერა ხელი სავაჭრო მარკების დაცვის ევროპული სისტემის მოთხოვნების დაცვაზე. ახლა ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ანალოგიურ დოკუმენტებს ევროკავშირთანაც გააფორმებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის აზრით, ხაჭაპურის პატენტი ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას არ მოუტანს დაუყოვნებლივ სარგებელს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართულ პროდუქტებს დაეხმარება კარგი რეპუტაციის მოპოვებაში. უფრო მეტიც, კვეზერელმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული სამზარეულო და ღვინო გახდება ასევე პოპულარუი ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში. მოსლაოდნელია, რომ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მხოლოდ ხაჭაპური არ იქნება წარმოებული. იგეგმება ანალოგიური ზომების მიღება სხვა ეროვნულ პროდუქტებზეც - სულგუნზე და ტყემალზე.

საერთოდ პატენტების მოდა და "გეოგრაფიული რებრენდინგიდ პრობლემა", როგორც ამას ევროკავშირში უწოდებენ, წარმოიშვა ხუთი წლის წინ, როდესაც დაიწყო გეოგრაფიული ადგილების მიხედვით ბრენდების დამტკციების კამპანია. უახლოეს მომავალში ბრიუსელთან მოთანამშრომლე პოსრტსაბჭოთა ქვეყნებს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას. მაგალითად, ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭორბის შემოღების შემდეგ ბევრი პროდუქტი შეიძლება დახლიდან გაქრეს.

როგორც ჩანს, საქართველომ გადაწყვიტა დროულად მოემზადოს ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, "ქართპატენტის" ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი გვალაძემ განაცხადა იმის შესახებ, რომ იგეგმება სერიოზული სამუსაოების ჩატარება "ეროვნული ქონების რეგისტრაციისათვის". მაგალითის სახით კი მან მოიყვანა საფრანგეთი, რომელმაც ყველის 300-მდე სახეობა დააპატენტა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100