RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისში ევროპაზე არიან განაწყენებული

26.04.2010  |  23:25

5896.jpegრუსეთი ნელა, მაგრამ მტკიცედ იბრუნებს პოსტსაბჭოთა სოვრცეზე დაკარგულ პოზიციებს, იბრუნებს საკუთარ გავლენას მეზობელ რესპუბლიკებზე. დღეს ამერიკულ «Time»-ში გამოჩნდა სტატია:"რუსეთი გავლენის სფეროებს იბრუნებს, აშშ წინააღმდეგი არ არის". საქართველოს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა რუსეთთან კონფრონტაციის გზით წასულიყო, ეს ახალი რეალიები, რა თქმა უნდა სულაც არ მოეწონა. თუ კი მზინ თბილისში ჯერჯერობოთ უკმაყოფილების გამოთქმას ვერ ბედავენ თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკის მისასმართით, სამაგიეროდ ბებერ ევროპაზე რომელიც ამ ბოლო ხანებში ძალზე ლოიალურია რუსეთის მიმართ, წყენას აღარ ფარავენ...

ურთიერთობების გაცივება თბილისსა და ევროპას შორის, საზოგადოებისთვისაც შესამჩნევი აგვისტოს მოვლენების შესახებ „სიმართლის მისიის" მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ გახდა. ტალიავინის მოხსენების შედეგები, მიუხედავად მარავალი ორაზროვნებისა, პრინციპში დაემთხვა იმ ევროპელი, საქართველოსთვის არასასურველი ექსპერტების აზრს, რომლებმაც აგვიტოს მოვლენებისთანავე გამოთქვეს შეხედულება, რომ: ომი საქართველომ დაიწყო. თუმცა, საქართველოს მასემდიის წყალობით ხელისუფლებამ შეძლო ხალხი დაერწმუნებინა, რომ ტალიავინის კომისიის მოხსენება არაერთგვაროვანია და იქ რუსეთის ბრალეულობაზეც არანაკლებია ნათქვამი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების ბრალზე. მაგრამ უსიამოვნო ნალექი მაინც დატოვა ამ ყველაფერმა.

ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული მასმედია, სისტემატურად აქვეყნებს მასალებს იმის შესახებ, რომ ევროპული ქვეყნები უკვე ძალიან დიდად არიან დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. ჟურნალისტები გარკვეული სკეფსისითაც წერდნენ, რომ ევროპისთვის ფინანსური ინტერესები, ზოგჯერ დემოკრატიულ ფასეულობებზე მეტია.ყველაზე მეტი კრიტიკა თბილისისგან კეთილსინდისიერ გერმანიას დაატყდა თავს. სწორედ ამ ქვეყანასთან აქვს კრემლს განსაკუთრებულად კონსტრუქციული და პრაგმატული ურთიერთობები, რაც პირველი პირების ურთიერთ სიმპატიებითაცაა გამყარებული. შედეგად, თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიური სკანდალი გაჩაღდა. საქართველოში გერმანიის საელჩომ ბოდიშის მოხდა მოითხოვა ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ჭორების გამო, რომ თითქოს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მომავალში მაღალი პოსტის დაკავებას აპირებს, რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომში". გერმანელმა დიპლომატებმა ქართული მასმედიის შეტყობინებებს „სპეკულირება" უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში „აღარ ექნება ადგილი ანალოგიურ ჟურნალისტურ შეცდომებს". სკანდალი ნელა მაგრამ დანამდვილებიდ ამოიწურა. მხოლოდ ქართული ოპოზიცია ქილიკობდა, რომ ხელისუფლება ევროპის მხარდაჭერასაც კარგავს.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100